ხატია დეკანოიძე - თუ ერთად არ დავდექით და არ გავერთიანდით, გარდაუვალია დაპატიმრება ან ემიგრაცია - თეა წულუკიანს მინდა მივმართო: მაინც ფარსია, მაინც ბოროტებაა, მაინც არ გვეშინია, ვერაფერს გააწყობს

ეს კომისიაც (პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია) ხომ იმიტომ შეიქმნა, რომ ყველა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ დევნა განახორციელოს და ისტორია გადაწეროს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რაც გვაქვს და ეს ყველას უნდა ესმოდეს, რომ თუ ერთად არ დავდექით და არ გავერთიანდით, მაშინ გარდაუვალია დაპატიმრება ან ემიგრაცია, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას დეკანოიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები ჩამოიცილოს გზიდან.

“მე ძალიან დიდი ხანია, ამას ვამბობ და, ვფიქრობ, რომ არ ვცდებოდი და დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსული ყაიდის, რუსი ოლიგარქი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩამოიცილოს საკუთარი გზიდან, როგორ დაბრკოლება, ყველა ის ადამიანი, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი მის მიმართ. მას გადაწყვეტილი აქვს, რომ საქართველო გახდეს ბელორუსის მოდელი, საკუთარი ძალაუფლებისა და საკუთარი ფინანსური რესურსის დაცვისთვის მეტი მას არაფერი აწუხებს და ამიტომ, ახლა გადაწყვიტა, რომ ყველაფერი გააუქმოს ამ ქვეყანაში და ყველანაირ ეროვნული ინტერესების დაზიანებაზე წავიდეს და დააკავოს ადამიანები.

ეს კომისიაც ხომ იმიტომ შეიქმნა, რომ ყველა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ დევნა განახორციელოს და ისტორია გადაწეროს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რაც გვაქვს და ეს ყველას უნდა ესმოდეს, რომ თუ ერთად არ დავდექით და არ გავერთიანდით, მაშინ, რა თქმა უნდა, გარდაუვალია დაპატიმრება ან ემიგრაცია.

თეა წულუკიანს მინდა მივმართო - მაინც ფარსია, მაინც ბოროტებაა, მაინც არ გვეშინია, ხვალ რომ დამიბაროს, მაინც არ მივალ. ამით ვერაფერს გააწყობს, მაგრამ ქვეყანას აზიანებს”, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მათ 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამასთან, აეკრძალათ თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

მანამდე, დღეს დილით განაჩენი გამოცხადდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზეც. მას საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის