მარტა კოსი - საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოში დემოკრატიული საფუძვლების უწყვეტი ეროზიის გამო სერიოზული შეშფოთება გამოვხატე - ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას

საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოში დემოკრატიული საფუძვლების უწყვეტი ეროზიის გამო სერიოზული შეშფოთება გამოვხატე, - ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი X-ზე წერს.

„დღევანდელ საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოში დემოკრატიული საფუძვლების უწყვეტი ეროზიის გამო სერიოზული შეშფოთება გამოვხატე. ჩვენ, ევროკავშირი, ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ“, - წერს მარტა კოსი.

სოციალურ ქსელში მარტა კოსის პოსტს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.

„სად არის გვერდით დგომა და მხარდაჭერის გაძლიერება?“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა