კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა დაწინაურების პროცედურა მარტივდება

საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა დაწინაურების პროცედურა მარტივდება - მოსამართლის სააპელაციო სასამართლოში დასაწინაურებლად ამჟამად არსებული 5-წლიანი ვადა 3 წლამდე მცირდება. ამას "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

"საქართველოში მოსამართლის განწესება საკმაოდ რთული პროცედურების შედეგად ხდება. თუ ამგვარი რთული პროცედურების შედეგად შერჩეულმა კეთილსინდისიერმა და კომპეტენტურმა მოსამართლემ საქმეთა სიმრავლის და სტრესული გარემოების მიუხედავად, სათანადოდ გაართვა თავი 3 წლის მანძილზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შესრულებას, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა საქმიანობა სააპელაციო სასამართლოში გააგრძელოს. დაწინაურებისათვის დამატებით რაიმე კრიტერიუმების დაწესება აუცილებელი არ არის, რადგან მოქმედი კანონმდებლობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ისედაც ევალება - მისი გადაწყვეტილებები ყველა (მათ შორის - საკადრო) საკითხებზე იყოს დასაბუთებული", - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს