ემანუელ მაკრონი - საფრანგეთის სოლიდარობას გამოვხატავ კატარის მიმართ, რომელსაც ირანმა საკუთარ მიწაზე დაარტყა - ქაოსის ეს სპირალი უნდა დასრულდეს

მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოვუწოდებ, - ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ირანის მიერ კატარში მდებარე აშშ-ის ავიაბაზაზე განხორციელებულ იერიშს.

„საფრანგეთის სოლიდარობას გამოვხატავ კატარის მიმართ, რომელსაც ირანმა საკუთარ მიწაზე დაარტყა. მე ქვეყნის ხელისუფლებასთან და რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კონტაქტში ვარ. მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დეესკალაცია მოახდინონ და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ. ქაოსის ეს სპირალი უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ აღნიშნა, რომ ირანის სარაკეტო იერიშები „სახიფათო ესკალაციას“ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, დღეს ირანმა კატარში მდებარე აშშ-ის ალ-უდეიდას ავიაბაზის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. გავრცელებული ინფორმაციით, ირანის იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს