ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი, შესაძლოა, თავს დაესხას ნატო-ს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ნატო-ს რომელიმე ქვეყანას დაესხას თავს ალიანსის გამოსაცდელად.

Sky News-თან ინტერვიუში, კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა რუსეთმა თავდასხმა რამდენიმე თვეში განახორციელოს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ „არ ფიქრობს, რომ პუტინი მზად არის“.

მისივე თქმით, ნატო-ს წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე 2035 წლისთვის გაზრდის გეგმები „ძალიან ნელია“.

„გვჯერა, რომ 2030 წლიდან პუტინს, შეიძლება, მნიშვნელოვნად დიდი შესაძლებლობები ჰქონდეს. დღეს უკრაინა აკავებს მას, მას არმიის გაწვრთნის დრო არ აქვს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე ნადგურდებიან.

„ნებისმიერ შემთხვევაში, პუტინს სჭირდება პაუზა, სჭირდება სანქციების მოხსნა, სჭირდება გაწვრთნილი არმია. 10 წელი ძალიან დიდი დროა. მას, იმ დროისთვის, ახალი არმია ეყოლება მზად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა