გენერალური პროკურორობის კანდიდატი - სრულად ვუჭერ მხარს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ ბრძოლის მეთოდების გამკაცრების გაცხადებულ პოლიტიკას

სრულად ვუჭერ მხარს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ ბრძოლის მეთოდების გამკაცრების გაცხადებულ პოლიტიკას. მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს რეალიზატორების მიმართ საპროცესო შეთანხმების და კანონით გათვალისწინებული სხვა შეღავათების გამოყენების შესაძლებლობა, თუ სახეზე არ არის განსაკუთრებული თანამშრომლობის პირობები და ამ შემთხვევაშიც, მიზანშეწონილია საპატიმრო სასჯელის მხოლოდ შემცირება, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, ქვეყნებს შორის ადამიანებისა და ტვირთების გადაადგილების გამარტივებამ და ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელების გლობალიზაციამ ხელი შეუწყო ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების და ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ზრდას.

მისი თქმით,მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს მკაცრი პოლიტიკა ორგანიზატორთა მიმართ და სწრაფი მართლმსაჯულების დაბალანსებული მექანიზმების გამოყენებით წახალისდეს მოთანამშრომლე პირები, რომლებიც ხელს შეუწყობენ დანაშაულის გახსნას.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად, ვემხრობი პროკურორთა განგრძობადი გადამზადების პრაქტიკას ნარკოტიკული დანაშაულიდან მიღებული შემოსავლების დადგენისა და კვალის მიდევნების მეთოდებზე, მათ შორის, ციფრულ ვალუტაში კონვერტირებული ქონების მოძიების შესაძლებლობებზე და მტკიცებულებათა მოპოვების ახალ მეთოდებზე,“ - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

როგორც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა აღნიშნა, მზარდი რაოდენობის მიუხედავად, მნიშვნელოვანია მომხმარებელთა მიმართ დაბალანსებული პოლიტიკის გატარება, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშემწყობი სასჯელის შერჩევა და ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველსაყოფად პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება.

„მისასალმებელია საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული ცვლილებები ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისთვის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც დანაშაულის გავრცელების შემცირების და მომხმარებლის დამოკიდებულებისგან გათავისუფლების ხელშემწყობ საშუალებად მიმაჩნია,“ -აღნიშნა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გვარაკიძეს უსმენენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის