გიორგი გვარაკიძე - გამოვიყენებ ყველა შესაძლებლობას, რომ ბავშვის, განსაკუთრებით მსხვერპლის უფლებების დაცვის მიმართულებით კიდევ უფრო დაიხვეწოს კანონმდებლობა

გამოვიყენებ ყველა შესაძლებლობას, რომ ბავშვის, განსაკუთრებით მსხვერპლის უფლებების დაცვის მიმართულებით კიდევ უფრო დაიხვეწოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და შეიქმნას მეორეული ვიქტიმიზაციის მინიმალიზაციისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე მონიტორინგის განხორციელების პარალელურად, გაძლიერდეს ზედამხედველობის მექანიზმი.

„ვფიქრობ, ამ კუთხით გასატარებელია შიდა სტრუქტურული რეფორმა და ჩამოსაყალიბებელია სპეციალიზებული დანაყოფები, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სათანადო კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მქონე პროკურორებით, რომლებიც ექსკლუზიურად უხელმძღვანელებენ აღნიშნულ საქმეებს. ეს ასევე შესაძლებლობაა კიდევ უფრო გავზარდოთ მოწყვლადი კატეგორიის პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების ეფექტიანობა. ამავდროულად, სპეციალიზებულ პროკურორებს უნდა შევუქმნათ განვითარებისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისათვის განგრძობადი განათლების სისტემა“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

მისივე თქმით, ტექნოლოგიურმა პროგრესმა გაზარდა ცალკეულ დანაშაულთა მიმართ ბავშვების მოწყვლადობა.

„საგრძნობლად მომატებულია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციით შანტაჟის, პროსტიტუციასა და შრომით ტრეფიკინგში ჩართვის საფრთხეები და ზოგადად, ამ კატეგორიის დანაშაულებთან დაკავშირებული ნეგატიური გავლენები, რაც ხშირ შემთხვევაში მსხვერპლ ბავშვებს უბიძგებს როგორც საკუთარი, ასევე, სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისკენ. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება და უფლებების დაცვის შესაძლებლობებზე ბავშვების დროული ინფორმირება“, - აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატის გიორგი გვარაკიძის მოსმენა მიმდინარეობს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია