პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გვარაკიძეს მოუსმინა და რეკომენდაცია გასცა, რომ იგი პარლამენტის მიერ არჩეულ იქნას აღნიშნულ თანამდებობაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გვარაკიძეს მოუსმინა და რეკომენდაცია გასცა, რომ იგი პარლამენტის მიერ არჩეულ იქნას აღნიშნულ თანამდებობაზე.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, სესიაზე გიორგი გვარაკიძის კანდიდატურას განხილვის გარეშე უყრიან კენჭს.

ცნობისთვის, პარლამენტში გიორგი გვარაკიძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარადგინა. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საქართველოს გენერალურ პროკურორს 6 წლის ვადით ირჩევს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა