ანა წითლიძე - კრიმინალური ბანდა, რომელიც ცდილობს ჩაახშოს კრიტიკული აზრი

ყოველდღიურად მატულობს პოლიტპატიმრების რიცხვი, რაც კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმის, თუ რა რეალობაში გვიწევს ცხოვრება. ქვეყანას მართავს კრიმინალური ბანდა, რომელიც ცდილობს ჩაახშოს კრიტიკული აზრი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

ანა წითლიძის თქმით, ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ერთობა.

„ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება, პოლიტპატიმრების ყოველდღიური მატება, კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმის, თუ რა რეალობაში გვიწევს დღეს ბრძოლა, რა რეალობაში გვიწევს ცხოვრება.

ქვეყანას მართავს რეჟიმი, ივანიშვილის კრიმინალური ბანდა, საოკუპაციო რეჟიმი, რომლის მიზანია ჩაახშოს და გაანადგუროს კრიტიკული აზრი, რათა ამ ქვეყანას დაუკარგოს ყველანაირი შესაძლებლობა. ძლიერები არ ცდილობენ პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამოკეტვას, რეჟიმის მხრიდან ეს არის ძალის დემონსტრირების მცდელობა, მაგრამ ეს არის ასევე სისუსტის ნიშანი. ოპოზიციას, საქართველოს მოქალაქეებს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამ ქვეყნის უმრავლესობაა და წინააღმდეგია ამ რეჟიმის, უნდა გვესმოდეს, რომ ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ერთობა, მიუხედავად ჩვენი პარტიული პოზიციებისა და წინააღმდეგობა, ეს არის ის ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც უნდა იყოს ჩვენი პასუხი რეჟიმის წინააღმდეგ“,- განაცხადა ანა წითლიძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს