დავით მათიკაშვილი - სასამართლო განხილვები ვერ იქნება ნიადაგი, სადაც ხდება არეულობა და ქაოსი - ნებისმიერი სასამართლო განხილვა და მისი გაშუქება კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს

სასამართლო განხილვები ვერ იქნება ნიადაგი, სადაც ხდება არეულობა და ქაოსი - ნებისმიერი სასამართლო განხილვა და მისი გაშუქება კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერასთან დაკავშირებით, ნებართვის მიღება მოსამართლის გადასაწყვეტი იქნება.

„სასამართლო განხილვები ვერ იქნება ნიადაგი, სადაც ხდება არეულობა და ქაოსი. ნებისმიერი სასამართლო განხილვა კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს და მისი გაშუქებაც უნდა მოხდეს კანონის ჩარჩოებში.

მოგეხსენებათ, სასამართლო დარბაზში შესაბამისი აუდიო ჩაწერა ისედაც ხდება, ანუ ინფორმაცია, განხილვაზე რა გაჟღერდა და ასე შემდეგ, მხარეებს ისედაც ეძლევათ საპროცესო ნორმებიდან გამომდინარე. შემდგომ უკვე მათი უფლებაა, გადასცემენ თუ არა სხვა პირს. რაც შეეხება ჩაწერას - ამ შემოთავაზებული ვერსიით, ნებართვის მიღება იქნება სასამართლოს გადასაწყვეტი. შესაბამისად, სასამართლოში რაც ხდება, ბუნებრივია, მოსამართლეთა გასაწყვეტია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, სასამართლოში - სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება. გადაღების უფლებამოსილება თავად სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ექნება. ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომელიც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შედის. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონის პროექტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს მის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო, კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება. ამავე კანონის პროექტის თანახმად, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს