გიორგი ვაშაძე - მივმართავ საერთაშორისო პარტნიორებს: ჩვენ ვაჩვენებთ, რომ მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ, მაგრამ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, გვჭირდება კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები!

მინდა მივმართო საერთაშორისო პარტნიორებს და მეგობრებს: ჩვენ, ჩვენი დღევანდელი ნაბიჯებით ვაჩვენებთ, რომ მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ, მაგრამ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, გვჭირდება კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, რაც დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე იქნება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე მას შემდეგ განაცხადა, რაც სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს გახდეს ღირსეული ღირსეულთა შორის.

„მინდა მივმართო საერთაშორისო პარტნიორებს და მეგობრებს. მეგობრებო, ხედავთ რა ხდება საქართველოში. საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს გახდეს ღირსეული ღირსეულთა შორის. იყოს თქვენს გვერდით, იყოს ევროკავშირის წევრი, ვიყოთ ცივილიზებული საზოგადოების ნაწილი. ჩვენ, ჩვენი დღევანდელი ნაბიჯებით ვაჩვენებთ, რომ მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ, მაგრამ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, გვჭირდება კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, რაც დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე იქნება. ეს მშიშარა მხდალი რეჟიმი აუცილებლად ჩამოშორდება ქვეყნის მართავს. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. მე ვარ ერთი იმ ასიათასობით ქართველს შორის, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, საქართველოს მომავლისთვის. პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მადლობა, ვინც რუსთაველის გამზირზეა, მოვუწოდებ სხვებსაც შეუერთდით. ხან მასშტაბური იქნება, ხან მცირე, მაგრამ ვერავინ გაგვტეხს. სიმართლე ჩვენთან არის, სამშობლო გვიხმობს. რეჟიმი განწირულია მარცხისთვის, ეს მარცხი ჩვენ ყველამ ჩვენი ბრძოლით უნდა მოვიტანოთ.

პატიმრობა დროებითია, სამშობლო ადამიანობა, ღირსება, ოჯახი არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს. წლების განმავლობაში ფსიქოლოგიურად, ყველაფრით მზად ვიყავი ამისთვის. კარგად ვიცით, რა ბრძოლაში ვართ, ვებრძვით ავტორიტარულ რეჟიმს“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

განაჩენის გამოცხადებას გიორგი ვაშაძე არ დასწრებია.

ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე