ლევან ხაბეიშვილი - თუ თქვენამდე არ მოსულან ჯერ, ერთ დღეს აუცილებლად მოვლენ - ახლა აღარ არსებობს პოლიტიკური პარტია, არსებობს ერთი პარტია - საქართველო

თუ თქვენამდე არ მოსულან ჯერ, ერთ დღეს აუცილებლად მოვლენ - ახლა აღარ არსებობს პოლიტიკური პარტია, არსებობს ერთი პარტია - საქართველო, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიზანია ყველა ციხეში გაუშვას, თუმცა ახლა ნიჰილიზმის და უიმედობის დრო არ არის და როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე მოსახლეობა უნდა გაერთიანდეს.

„ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ყველა გაუშვას ციხეში. მივმართავ საზოგადოებას, რომლებიც ხშირად კითხულობენ, სად არიან პოლიტიკოსები?- ისინი არიან ციხეში. თუ ვინმე ფიქრობთ, რომ გიორგი ვაშაძე კრიმინალია და საზოგადოებისთვის საშიშია და ამიტომ გაუშვა ივანიშვილმა ციხეში, დიდი ბოდიში, მაგრამ ძალიან გაკლიათ. ამიტომ მნიშვნელოვანია ხელები არ ჩამოვუშვათ. ახლა ნიჰილიზმის და უიმედობის დრო არ არის. პოლიტიკოსების დიდი ნაწილი არის ციხეში და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს კიდევ ემუქრება პატიმრობა. უნდა გვესმოდეს, რომ ერთადერთი გამოსავალ ამ სიტუაციიდან არის ბიძინა ივანიშვილის მშვიდობიანად დამხობა. მას სხვანაირად ვერ დავამარცხებთ. საჭიროა ძალის მობილიზება, ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა. თუ თქვენამდე არ მოსულან ჯერ, ერთ დღეს აუცილებლად მოვლენ. ეს რომ არ მოხდეს, უნდა დავდგეთ ერთად. ახლა აღარ არსებობს პოლიტიკური პარტია, არსებობს ერთი პარტია- საქართველო. დიდი მობილიზებით ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა