ხატია დეკანოიძე - არჩევანი არის ერთი - ან ჩვენ ვიბრძვით ყველა ერთად ან ასე, სათითაოდ გახლეჩს ოჯახებს და დააპატიმრებს ყველას

მე არ მჯერა არც რეჟიმის უკან დახევის, არც რეჟიმის გაკეთილშობილების - ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ ეს ქვეყანა გადარჩეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და თითოეულ ჩვენგანს აღარ დაუდგეთ არჩევანი - ან ციხე ან ემიგრაცია, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერისთვის, გიორგი ვაშაძის მიმართ პატიმრობის მისჯის თაობაზე განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობა.

„მნიშვნელოვანია ჩვენი სრული კონსოლიდაცია, როდესაც უნდა გვესმოდეს, რომ ერთიანობის, სრული მობილიზაციის გარეშე ჩვენ მართლაც არ გვექნება შესაძლებლობა არათუ ეს ადამიანები დავიხსნათ ციხიდან, არედ უბრალოდ, ეს ქვეყანა გადარჩეს. მე არ მჯერა არც რეჟიმის უკან დახევის, მე არ მჯერა არც რეჟიმის გაკეთილშობილების. მე ყოველთვის იმ აზრზე ვიყავი, რომ ივანიშვილი იყო საფრთხე, მაგრამ ასევე იმ აზრზე ვიყავი, რომ რა თქმა უნდა, რასაც ამბობდა იმას გააკეთებდა. ამიტომ, ჩვენი, თითოეული ადამიანის ვალია, ყოველდღე რომ გავიღვიძებთ, თვალს გავახელთ ვიფიქროთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ. ჩვენი ვალია, პასუხისმგებლობა და ჩვენი მოვალეობაა, რომ ეს ქვეყანა გადარჩეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და თითოეულ ჩვენგანს აღარ დაუდგეთ არჩევანი - ან ციხე ან ემიგრაცია. ეს არის ჩვენი მოვალეობა.

მე ვიზიარებ ყველა ჩემი კოლეგის და მეგობრის ნათქვამს, უბრალოდ სხვა არჩევანი არ არსებობს. არჩევანი არის ერთი - ან ჩვენ ვიბრძვით ყველა ერთად ან ასე, სათითაოდ გახლეჩს ოჯახებს და დააპატიმრებს ყველას. აქ ვართ ყველა, ყველა ერთნი ვართ. ამ ბრძოლაში არ არსებობს ვიღაც გენერალი და რიგითი. სოლიდარობა ყველას. ჩვენზე, ვინც გარეთ ვართ არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ღირსეული ადამიანი, გიორგი და ის, ვინც არის ციხეში და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ რეჟიმთან ართანამშრომლობით საკუთარი თავისუფლება დაეთმო, ნამდვილად შეიტანს დიდ წვლილს ჩვენს ბრძოლაში. სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს