„სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში სამართალდამცავები მივიდნენ - მანამდე გიორგი ვაშაძემ „112“-ის სამსახურში დარეკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში სამართალდამცავები მივიდნენ. მანამდე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, „112“-ის სამსახურში დარეკა.

„გირეკავთ, რომ შეგატყობინოთ შესაბამის უწყებებს, ოფისში ველოდები, რომ დამაკავონ. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. ვიმყოფები რუსთაველის გამზირის N21-ში. ოფისში ვარ“, - განუცხადა გიორგი ვაშაძემ „112-ის“ თანამშრომელს.

ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „112-ის“ თანამშრომლებმა მისი ზარი დააფიქსირეს.

„მაინც დავრეკე „112-ში“, დააფიქსირეს, რა უნდა ეთქვათ”,- განმარტა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს