კახა კალაძე - კარგი რა, ლევან ხაბეიშვილმა ვინ უნდა დაამხოს?! სასაცილოა

კარგი რა, ლევან ხაბეიშვილმა ვინ უნდა დაამხოს?! სასაცილოა, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის გუშინდელ განცხადებას, რომელმაც ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ერთადერთი გამოსავალი შეიძლება ბიძინა ივანიშვილის დამხობა იყოს“.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა გუშინ ოპოზიციურ სპექტრს ერთობისკენ მოუწოდა.

როგორც მან აღნიშნა, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უკანონოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე აკავებენ ოპოზიციონერ ლიდერებს.

„ისინი აპირებენ სპექტაკლის, არჩევნების ჩატარებას. პარალელურად, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, ახალგაზრდები ციხეში ტყვეობაში უნდა იყვნენ. ამიტომ, ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი „დედლაინი“, როცა საქართველოს ასიათასობით მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში და ძალაუფლება ხალხმა დაიბრუნოს. ბიძინა ივანიშვილის დამხობის გარეშე მისი ტაბლოთი ხელში, მისი სუს-ით, მისი შსს-თი ვერ მოვერევით“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს