2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უქმდება

2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უქმდება. პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს ინიციატივას, რომელიც აღნიშნული უწყების ლიკვიდაციას ითვალისწინებს.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, მთავრობამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებები უნდა განსაზღვროს.

როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ითქვა, სააგენტოს უფლებამოსილება შესაბამის სამინისტროებში გადანაწილდება.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა