ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, 30 ივნისს გამოცხადდება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, 30 ივნისს გამოცხადდება. სწორედ ამ თარიღისთვის გადადო მოსამართლემ სხდომა, სადაც ცნობილი გახდება, მისცემს თუ არა ჩვენებას გვარამია და ისარგებლებს თუ არა ის საბოლოო სიტყვის უფლებით. თუ გვარამია აღნიშნულზე უარს განაცხადებს, მოსამართლემ მხარეები გააფრთხილა, მზად იყვნენ დასკვნითი სიტყვების სათქმელად.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაკითხეს და მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულეს. სხდომას ნიკა გვარამია არ დასწრებია. პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმის მიხედვით, მან უარი განაცხადა სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის მიღებაზე.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. შესაბამისად, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის