თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს

რეგიონის უმსხვილესი iGaming და Tech კონფერენცია SBC Summit Tbilisi 2025 15-16 ოქტომბერს ბრუნდება და ევრაზიის რეგიონს სრულად მოიცავს. ბრიტანული ორგანიზაციის, SBC-ისა და SMH-ის ორგანიზებით, სამიტი სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ გაიმართება.

რიგით მესამე SBC Summit Tbilisi 2025 გვპირდება ჩართულობის 50%-ით მზარდ ტენდენციას გასულ წელთან შედარებით. სამიტის წარმდგენია EGT Georgia. ღონისძიების ფარგლებში, თბილისს ესტუმრება iGaming-ინდუსტრიის 2 500-ზე მეტი მაღალი რანგის დელეგატი ევრაზიის, ევროპისა და ამერიკის წამყვანი გლობალური კომპანიებიდან. ასევე, სამიტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ბაზრის ლიდერი კომპანიები. წარდგება 30-მდე კომპანია, საგამოფენო სივრცეებით, სადაც მათ საკუთარი პროდუქტისა და სერვისის დემონსტრირების საშუალება მიეცემათ.

SBC Summit Tbilisi 2025 შესაძლებლობას იძლევა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის, ,,ნეთვორქინგისა’’ და ბიზნესიდეების გენერირებისათვის და შესაბამისად, ქართულ კომპანიებს კიდევ ერთხელ აძლევს სექტორის წამყვან კომპანიებთან, პოტენციურ პარტნიორებთან და ინვესტორებთან ურთიერთობის დამყარების განუმეორებელ შესაძლებლობას. უკვე არსებული კონტაქტისა და თანამშრომლობის მეტად გაღრმავებას. სამიტი ხელს უწყობს საქართველოში არსებულ ბიზნესს გლობალურ მასშტაბებზე გასვლაში.

სამიტის ძირითადი ფოკუსი იქნება ტენდენციებზე, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ახალ მარეგულირებელ ლანდშაფტზე, ინოვაციების გავლენაზე, Esports-ზე, კრიპტოვალუტაზე, განვითარებადი ბაზრების შესაძლებლობებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. მისი მიზანია, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ინოვაციური და სექტორის წამყვანი ბაზრების, როგორიც არის, საქართველო, რუმინეთი, სერბეთი, ბულგარეთი, ყაზახეთი და სხვა, შესახებ ცოდნის გაზიარება და კავშირების გაღრმავება.

SBC არის iGaming და Tech ინდუსტრიაში წამყვანი “ივენთებისა” და პროფილური მედია კომპანია, რომელიც მართავს გლობალურ კონფერენციებსა და გამოფენებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მათ შორის ისეთ ქალაქებში, როგორიც არის: ნიუ-იორკი, ლონდონი, ტორონტო, ბარსელონა, ლისაბონი, რიო-დე-ჟანეირო და სხვა. SBC-ის საოპერაციო არეალი ასევე მოიცავს უმსხვილეს ნიუს პლატფორმას სპორტული სექტორისა და iGaming-ის ინდუსტრიაში უნიკალური კონტენტით ინოვაციებისთვის, სექტორის ზრდისა და განვითარებისთვის. მისი ქოლგის ქვეშ ისეთი მედია ბრენდებია გაერთიანებული, როგორიცაა: SBC News, SBC Noticias, SBC Eurasia და სხვა.

SMH-ის დამფუძნებლის, ლაშა მაჭავარიანის კომენტარი: ,,მოხარული ვარ, რომ წელს, უკვე მესამედ, ჩვენი დედაქალაქი მასპინძლობს მსოფლიოში წამყვან SBC სამიტს. სამიტი ბრუნდება უფრო მასშტაბურად და მოიცავს ევრაზიის რეგიონს სრულად. სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ თბილისი ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქია და მომდევნო წლებშიც კვლავ ექსკლუზიურად უმასპინძლებს ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ iGaming სამიტს - SBC Summit Tbilisi, რაც იძლევა უნიკალურ საშუალებას ინდუსტრიის წამყვან კომპანიებთან და მათ წარმომადგენლებთან თანამშრომლობისთვის.”

SBC-ის დამფუძნებელი რასმუს სოიმარკი აღნიშნავს: ,,SBC Summit Tbilisi 2025 გვპირდება, რომ იქნება კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი. სამიტი აერთიანებს რეგიონის iGaming ინდუსტრიასა და ლიდერ ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოდან, ეს კი განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს სამიტში მონაწილე კომპანიებს გლობალურ მასშტაბებზე გასასვლელად, გლობალურ კომპანიებს კი საშუალებას აძლევს ახლოს გაიცნონ რეგიონის პოტენციური პარტნიორი კომპანიები და რეგიონის წამყვანი ბაზრების ბიზნესლანდშაფტი.’’

SBC Summit Tbilisi 2025-ზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ SBC-ის ოფიციალურ ვებ-გვერდს: sbcevents.com

SBC Summit Tbilisi 2025

SMH

SBC

EGT Georgia

Lasha Machavariani

(R)

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს