ირაკლი კობახიძე - ნარკოტიკული დანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზატორების წინააღმდეგ ხელისუფლება იქნება უკომპრომისო, მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს ჩატარებული ძალიან წარმატებული ოპერაციისთვის

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს ჩატარებული, ძალიან წარმატებული სპეციალური ოპერაციისთვის, ნარკოტიკული დანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზატორების წინააღმდეგ ხელისუფლება იქნება უკომპრომისო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, გეკა გელაძის მინისტრად დანიშვნიდან თვეზე ნაკლებია გასული და ამ პერიოდის განმავლობაში მან შეძლო 300 კგ. ჰეროინის ამოღება, დღეს კი ნარკოტიკული საშუალებების 18 მსხვილი რეალიზატორი იქნა დაკავებული.

„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს ჩატარებული, ძალიან წარმატებული სპეციალური ოპერაციისთვის. როდესაც ბატონი გეკა გელაძე ინიშნებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად, ჩვენ შევჯერდით, რომ ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლა გახდებოდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და როგორც ხედავთ, შინაგან საქმეთა მინისტრი ამ მისიას ძალიან წარმატებით ასრულებს. მინისტრად მისი დანიშვნიდან თვეზე ნაკლებია გასული და, ამ პერიოდის განმავლობაში, მან შეძლო უპრეცედენტო რაოდენობის - 300 კგ. ჰეროინის ამოღება.

დღეს კი, როგორც მოგეხსენებათ, დაკავებულ იქნა ნარკოტიკული საშუალებების 18 მსხვილი რეალიზატორი. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გეკა გელაძეს, ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო შს მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ რონი მესხს, მადლობას ვუხდი ამ რთულ სპეციალურ ოპერაციაში ჩართულ თითოეულ პოლიციელსა და სპეცრაზმელს ოპერაციის უმაღლეს დონეზე დაგეგმვისა და ჩატარებისთვის. ნარკოტიკული დანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზატორების წინააღმდეგ ხელისუფლება იქნება უკომპრომისო, ჩვენ ვერავის მივცემთ ჩვენი თანამოქალაქეების, განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდების მოწამვლის შესაძლებლობას. შესაბამისად, გაგრძელდება ქმედითი ზომების მიღება შესაბამისი დანაშაულების აღსაკვეთად. მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობაში შევა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რასთან დაკავშირებითაც ხვალ დეტალურ ინფორმაციას გაგიზიარებთ,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს