შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
გელა გელაძე

განათლება:

1999-2004 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურისტი, სამართალმცოდნეობის მაგისტრი

სამუშაო გამოცდილება:

2026 წლის 15 სექტემბრიდან დღემდე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

2026 წლის 22 აპრილიდან 14 სექტემბრამდე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი

2025 წლის 28 მაისიდან 2026 წლის 21 აპრილამდე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

2025 - უფროსის მოადგილე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

2024-2025 - მინისტრის მოადგილე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

2023-2024 - მინისტრის მოადგილე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

2018-2023 - სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

2016-2018 - სამმართველოს უფროსი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

2012-2016 - პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე (მონიტორინგისა და ანალიტიკური საქმიანობის მიმართულებით), საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

2010-2012 - სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

2008-2010 - დირექტორი, შპს „ელიზი ჯგუფი“

2007-2008 - გენერალური ინსპექციის მრჩეველი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

2007 - მრჩეველი, პრობაციის დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

2005-2006 - განყოფილების უფროსის მოადგილე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

2005 - ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ზედამხედველი, ქ. თბილისის მთავარი სამმართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

2005 - გამომძიებელი, ქ. თბილისის მთავარი სამმართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

2004-2005 - განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

2004 - გამომძიებელი, დიდუბე-ჩუღურეთის საგამოძიებო სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

2004 - გენერალური ინსპექციის მრჩეველი, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

2001-2004 - გამომძიებლის თანაშემწე საზოგადოებრივ საწყისებზე, ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

1999-2001 - სტაჟიორი, საქართველოს პროკურატურა

ენების ცოდნა: ქართული - მშობლიური, გერმანული, რუსული.

ოჯახური მდგომარეობა - ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი
გიორგი ქობულია
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის ყოფილი მინისტრი
მიხეილ ბატიაშვილი
ყოფილი ფინანსთა მინისტრი
ივანე მაჭავარიანი
შს მინისტრის მოადგილე გელა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა
ნიკა გვარამია - უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია - არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია
ირაკლი კირცხალია - საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თამაზ ბორაშვილი, რომელსაც უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, სუს-ის უფროსის თანამდებობაზე საქმიანობას ღირსეულად და პროფესიონალურად გააგრძელებს
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა
გიორგი შარაშიძე - ეჭვი მაქვს, დეპუტატებს ღილაკი არ შეშლიათ, შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ თეა წულუკიანს რომ ვთქვა, ღილაკები აერია - ეს, სავარაუდოდ, ერთგვარი სიგნალი იყო  „ოცნების“ მიმართ, ისინი შესაძლოა, სამომავლოდ საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობდნენ
პარლამენტი სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრის
ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ლევან მახაშვილი გელა გელაძის გადადგომაზე - პირადი მიზეზი იმიტომ ჰქვია, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა - სამ თვეში ერთხელ იქნება, ექვს თვეში თუ ათ წელიწადში ერთხელ, ეს ყველა სახელმწიფოში ჩვეულებრივი პროცესია
ლაშა ტუღუში - კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს, რაც შეეხება სუს-ში ცვლილებებს, ეს ნიშნავს, რომ უფროსები დავალებებს არ ან ვერ ასრულებენ
ფიქრია ჩიხრაძე - მივდივართ სკოლების სუპერ პოლიტიზირების გზით - ისტორიის წიგნში იმდენი ფაქტობრივი შეცდომაა, სირცხვილია მას სახელმძღვანელო ერქვას, თხრობაზე აღარ ვილაპარაკებ, რომელიც შეიძლება ხელოვნური ინტელექტის მიერ იყოს გენერირებული
ლევან ბეჟაშვილი - სუს-ის ხელმძღვანელები გადაქცეულნი არიან ბიძინა ივანიშვილის ოხრანკად, ამიტომ ვინ იქნება ამ თანამდებობაზე, მნიშვნელობა არ აქვს, ისინი შეასრულებენ ბიძინა ივანიშვილის დავალებებს
ლევან ცუცქირიძე - უჩვეულო არაფერია იმაში, რასაც ვხედავთ, უმაქნისი, კორუმპირებული სისტემა ლპება - პოლიტიკური ფიგურა ივანიშვილია, რომელიც არაფერზე იღებს პასუხისმგებლობას, პაიკები ჰყავს გამოყვანილი და ვის, სად გადაიყვანს, განსხვავებას არ იძლევა
ლაშა ფარულავა - 500 დღის განმავლობაში ივანიშვილმა სუს-ის ოთხი უფროსი შეცვალა - დღევანდელი საკადრო წრე კი უკავშირდება მდინარაძეს, მისი კადრი იყო გელაძე, „ნაცებში“ რომ გელა იყო და „ქოცებში“ გეკა გახდა
გია ვოლსკი - საერთოდ, ხშირი საკადრო ცვლილება არ არის კარგი, ტურბულენტურ სამყაროში, სერიოზული გამოწვევების ფონზე, სუს-ს ყოველთვის საქმიანობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა - ვფიქრობ, საკადრო გადაწყვეტილებაც პოზიტიურია
ალექსანდრე ტაბატაძე - არ ვფიქრობ, რომ სუს-ის უფროსის ხშირი ცვლილება კარგი იქნება თვითონ სისტემისთვის, მაგრამ როცა საქმე გვაქვს პირადი განცხადებით სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით, ვერაფერს ვიზამთ
პარლამენტი სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას 16 სექტემბერს დაამტკიცებს
პრემიერი - ეს არის ის ძირითადი ცვლილებები, რაც განხორციელდა და ახლო მომავალში სხვა არსებით სიახლეებს არ ველოდებით - დასანიშნია კულტურის მინისტრი, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ
მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს