საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების სპეციალისტს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.
- ბატონო ანდრო, სუს-ის უფროსი გეკა გელაძე თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, „თანაპარტიელებთან კონსულტაციების შემდეგ“ მან ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო.
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე, იგი პარლამენტს გელაძის ერთ ერთ მოადგილე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას წარუდგენს.
სტატისტიკის მოყვარულების დათვლით, უკანასკნელ პერიოდში სუს-მა 4 უფროსი გამოიცვალა. ახლა ვრცელდება ინფორმაციები რომ სუს-ის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე შინაპატიმრობაშია. ინფორმაციას ოპოზიციონერი დეპუტატის ავრცელებს და რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს, უცნობია.
წესით, ამ გავრცელებულ იფორმაციას კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერი ირაკლი კობახიძე უნდა გამოხმაურებოდა, მაგრამ, მას ეს არ გაუკეთებია.
თქვენ სპეცსამსახურებში მუშაობის საკმოად დიდი გამოცდილება გაქვთ, ამიტომაც გადავწყვიტეთ თქვენი შეწუხება. თქვენ როგორ შეაფასებდით სუს-ის უფროსის ხელმძღვანელების ასე ხშირ ცვლილებას? სავარაუდოდ, რას შეიძლება ეს ნიშნავდეს?
- უსაფრთხოების სამსახური, იქ არსებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამო, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის მნიშვნელოვან სამიზნეს წარმოადგენს.
საიდუმლო არაფერია იმაში, თუ ვიტყვით, რომ ყველა ქვეყანაში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და სპეციალური კონტიგენტი მტრული ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების ობიექტებს წარმოადგენენ და მათ უშუალოდ ემუშავებიან ხოლმე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები. ამ პირობებში არასტაბილურობა, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში ორი წლის მანძილზე 4-5 ხელმძღვანელის და უამრავი მოადგილის ცვლილებით შეიქმნა, პირდაპირ დამღუპველად მოქმედებს თანამშრომლების მდგრადობასა და სიმტკიცეზე, ასევე, მათ უსაფრთხოებაზე.
არასტაბილურობა, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში ორი წლის მანძილზე 4-5 ხელმძღვანელის და უამრავი მოადგილის ცვლილებით შეიქმნა, პირდაპირ დამღუპველად მოქმედებს თანამშრომლების მდგრადობასა და სიმტკიცეზე, ასევე, მათ უსაფრთხოებაზე
გარდა ამისა, ბუნებრივია, სპეცსამსახურის აწ უკვე ყოფილ ხელმძღვანელობას ხელი მიუწვდებოდა სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანეს საიდუმლო და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მასალებზე, სპეციალური კონტიგენტის შესახებ ინფორმაციასა და სპეცსამსახურის მუშაობის ფორმებსა და მეთოდებზე, რაც ყველა სახელმწიფოში საიდუმლოების განსაკუთრებულ კატეგორიას წარმოადგენს.
რამდენადაა ახლა ეს საიდუმლო დაცული, როდესაც სისტემაში სამი თუ ოთხი თვით მისული ადამიანი ამ მასალებს ეცნობა და მალევე, ზოგჯერ ნაწყენი, ტოვებს თანამდებობას, არავინ იცის.
პრობლემას ისიც ამძაფრებს, რომ სახეზეა სამსახურის უმაღლეს იერარქიაში დანიშვნის დროს ყველა სტანდარტული პროცერდურისგან გადახვევის მაგალითები: ყოფილი გენერალური პროკურორი მტრული ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში შევიდა, წლების წინ სუს-ის უფროსის მოადგილე, რომელიც კარიერულ საფეხურებზე ელვის სისწრაფით დაწინაურა, საიდუმლო მასალების გამოტანაში იყო მხილებული, რის შედეგებზეც არავის დაკისრებია პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობა, სუს-ის სხვა ხელმძღვანელი, ძალიან გავლენიანი პარტიული ფუნქციონერი კი ამჟამად ქოლ-ცენტრების მფარველობასა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაშია ბრალდებული.
თუ ამას დავამატებთ ბრალდებული თავდაცვის მინისტრების რაოდენობას და ბრალდებების ანგარებით საფუძველს, როგორიცაა მექრთამეობა, ტენდერებში ფინანსური ინტერესის არსებობა და სხვა, საგანგაშოა, რა მდგომარეობაა ახლა სახელმწიფოში უმნიშვნელოვანესი პროექტებისა და ზოგადად, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის თვალსაზრისით.
- ბოლო თვეებია ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, რომ ქართულ სპეცსამსახურების საქმიანობაში საკმაოზე მეტადაც კი ერევიან „მოსკოველი კურატორები“.
ამის დასტურად ხელისუფლების ოპონენტები არა ერთ ფაქტს ასახელებენ. ზოგი ბრალდება აშკარად ლოგიკურად გამოიყურება, ზოგი აშკარად გადაჭარბებულსაც კი ჰგავს.
რა ხდება საქართველოს სპეცსამსახურებში? რამდენად საფუძვლიანია მტკიცებები, რომ ქართულ სპეცსამხურებს „მოსკოველი კურატორები“ ჰყავთ და აკონტროლებენ?
- მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებიდან და შექმნილი ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, რუსული დაზვერვა მეტად აქტიურია საქართველოში, სპეცსამსახურების „პირდაპირ კურირებას“ პრაქტიკულად გამოვრიცხავ. დღეს მათ ასეთი შესაძლებლობა უბრალოდ არ აქვთ საკუთარი სისუსტიდან და ჩვენში არსებული რუსეთის საწინააღმდეგო განწყობებიდან გამომდინარე.
ინფილტრაცია სპეცსამსახურში ყოველთვის და ყველა ქვეყანაში ხდებოდა და მომავალშიც მოხდება, ეს მძიმე შედეგების მომტანია, თუმცა, ამ შედეგების მენეჯმენტი შესაძლებელია, თუკი პოლიტიკური ხელმძღვანელობა სწორდ აფასებს რისკებს. ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე სწორედ ესაა და მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, საკუთარი ინტერესების გასატარებლად, კრემლს „პირდაპირი კურატორობა“ რამდენად სჭირდება.
საგანგაშოა, რა მდგომარეობაა ახლა სახელმწიფოში უმნიშვნელოვანესი პროექტებისა და ზოგადად, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის თვალსაზრისით
თუნდაც ყველაზე მაღალი ერთგულების ხარისხის, უმაღლესი რანგის პროფესიონალებით დაკომპლექტებულ სპეცსამსახურის სტრუქტურულ ერთეულებს უწევთ ხოლმე მეტად რთული მისიის შესრულება: არსებულ ინფორამციაზე დაყრდნობით უნდა დაარწმუნონ პოლიტიკური ხელმძღვანელობა მათი მოსაზრების სისწორეში.
გადაწყვეტილებას სადაზვერვო, კონტრდაზვერვით და სხვა ტიპის ოპერაციებზე, უსაფრთხოების პოლიტიკურ პრიორიტეტებზე სწორედ პოლიტიკური ხელმძღვანელობა იღებს და თუ ის საკითხს განსხვავებული პერსპექტივიდან უყურებს, მის მიერ დამტკიცებული გეგმები, ორიენტირებები, „სახელმწიფო დაკვეთა“ ბუნებრივია განაპირობებს სპეცსამსახურის მუშაობის მიმართულებებს და ზოგჯერ, ხარისხსაც.
დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს.
დაინტერესებიდან და შექმნილი ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, რუსული დაზვერვა მეტად აქტიურია საქართველოში, სპეცსამსახურების „პირდაპირ კურირებას“ პრაქტიკულად გამოვრიცხავ
ბუნებრივია, ინდივიდულურ დონეზე არჩევანი ყველა თანამშრომელს აქვს, იმუშავოს თუ არა ამ პირობებში სახელმწიფო სტრუქტურებში, მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია.
ისევ პოლიტიკურ დაკვეთას რომ დავუბრუნდეთ, სწორედ ამ კონტექსტში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ის გარემოება, რომ საქართველოში სპეცსამსახურებისა და თავდაცვა-უსაფრთხოების სექტორის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, სახელმწიფო ბრალდების მიხედვით, ათეულობით კორუფციულ და სხვა ანგარებით დანაშაულშია მხილებული სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, რაც აუცილებლად ეცოდინებოდათ რუსულ ან სხვა მტრულად განწყობილი ქვეყნების სპეცსამსახურებს, რადგან ამაზე წლებია საუბრობდა მედია და არასამთავრობო სექტორი.
ამ პირობებში, აზრს არ არის მოკლებული ვარაუდი, რომ რუსული სპეცსამსახურები ამგვარ მაკომპრომეტირებელ მასალას აუცილებლად გამოიყენებდნენ მათთვის ხელსაყრელი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისღებად და რუსეთისათვის მომგებიანი საოპერაციო გარემოს შესაქმნელად.
აზრს არ არის მოკლებული ვარაუდი, რომ რუსული სპეცსამსახურები ამგვარ მაკომპრომეტირებელ მასალას აუცილებლად გამოიყენებდნენ მათთვის ხელსაყრელი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისღებად და რუსეთისათვის მომგებიანი საოპერაციო გარემოს შესაქმნელად
- - ბოლო თვეებია თვალს ვადევნებთ ყოფილი ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო სივრცეში მოხვედრილ წერილებს.
ექს-პრემიერმა ღარიბაშვილმა მოქმედ პრემიერ ირაკლი კობახიძეს საკმაოდ მძიმე ბრალდებები წაუყენა. ბრალდებები საკმაოდ მძიმეა და შეუძლებელია ისინი მმართველ გუნდს არ აფიქრებდეს და აწუხებდეს.
ამ წერილების გავრცელებას მოჰყვა სუს-ის ყოფილი უფროსის გენერალ-მაიორ მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა. მდინარაძემ თქვა - „დავიღალეო“. არადა, მანამდე მისთვის შექმნილ რეგიონების მართვის სამინისტროს შექმნა იყო დაანონსებული.
მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის უფროსებმა. ითქვა რომ ისინი მამუკა მდინარაძის კადრები იყვნენ.
ღარიბაშვილის წერილებზე და მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლაზე არა ერთი მოსაზრება გამოითქვა, მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ მმართველ გუნდში რაღაც ხდება. თქვენი აზრით, რა ხდება მმართველ „ქართული ოცნების“ გუნდში?
- ჩვეულებრივი პროცესია: პარტიაში ერთმა ჯგუფმა მეორე ჩაანაცვლა და ახლა ცდილობს მის ელიმინაციას, რასაც არც ერთი მათგანი არ მალავს. სავალალო ის არის, რომ ამ დაპირისპირებაში პარტიული ინსტრუმენტები, შიდა დებატები ან საჯარო კონკურენცია კი არ არის გამოყენებული, არამედ, იმის გამო, რომ საქართველოში მმართველი პარტია შეზრდილია სახელმწიფოსთან, ამ დაპირისპირებაში ტოტალურადაა ჩათრეული სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი, განსაკუთრებით კი უსაფრთხოების სისტემა და სამართალდამცავი სტრუქტურები.
აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ეს დაპირისპირება და მისი ნეგატიური შედეგები სრულად აისახება სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე.
მაგალითად, სახელმწიფო ბრალდებაზე და ზოგჯერ კი, უკვე დამდგარ განაჩენებზე დაყრდნობით, თურმე ყოფილი პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი წლების მანძილზე მექრთამეობდნენ და ძარცვავდნენ ქართულ ჯარს, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი კი არა მარტო ქრთამს იღებდა, არამედ დანაშაულებრივ ბიზნესს, ქოლ-ცენტრს მფარველობდა და ეს, პარტიული კონიუნქტურიდან გამომდინარე, მხოლოდ ახლა გახდა სამართალდამცავი სტრუქტურების მსჯელობის საგანი, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ღია წყაროებში უამრავი გადამოწმებადი ინფორმაცია არსებობდა.
პარტიაში ერთმა ჯგუფმა მეორე ჩაანაცვლა და ახლა ცდილობს მის ელიმინაციას, რასაც არც ერთი მათგანი არ მალავს. სავალალო ის არის, რომ ამ დაპირისპირებაში პარტიული ინსტრუმენტები, შიდა დებატები ან საჯარო კონკურენცია კი არ არის გამოყენებული, არამედ, იმის გამო, რომ საქართველოში მმართველი პარტია შეზრდილია სახელმწიფოსთან, ამ დაპირისპირებაში ტოტალურადაა ჩათრეული სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი, განსაკუთრებით კი უსაფრთხოების სისტემა და სამართალდამცავი სტრუქტურები
წარმოუდგენელია, ამაზე ინფორმაცია არ ჰქონოდა ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურს, რომელსაც, სამართალდამცავი საქმიანობის გარდა, თავდაცვის სისტემის უსაფრთხოებაზეც აქვს პასუხისმგებლობა და მტავარი ანტიკორუფციული უწყებაც არის.
თუმცა, როგორც ჩანს, პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციებმა რეალიზება ვერ ჰპოვა, სანამ ეს პარტიული ჯგუფისთვის არ გახდა ხელსაყრელი. რასაკვირველია, დაზარალდა სახელმწიფო უსაფრთხოება და თავდაცვისუნარიანობა. ამ პირობებში რუსეთს დამატებითი ინფილტრაცია და „პირდაპირი კონტროლი“ რაში სჭირდება?
როგორც ჩანს, პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციებმა რეალიზება ვერ ჰპოვა, სანამ ეს პარტიული ჯგუფისთვის არ გახდა ხელსაყრელი. რასაკვირველია, დაზარალდა სახელმწიფო უსაფრთხოება და თავდაცვისუნარიანობა. ამ პირობებში რუსეთს დამატებითი ინფილტრაცია და „პირდაპირი კონტროლი“ რაში სჭირდება?
- გეკა გელაძის სუს-ის უფროსობიდან გადადგომას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის თავისივე წერილის გავრცელება.
დამკვირვებელთა ნაწილი თვლის რომ ერთადერთი, რისთვისაც ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, გახლდათ პასუხი კობახიძის მიერ რამდენიმე დღის წინა გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც პრემიერი ირაკლი კობახიძე საუბარობდა იმაზე რომ „ყველა პრობლემური გადაწყვეტილება“ - სქროლვა-სკრინვის სააგენტოს შექმნა, ტროტუარზე დგომის აკრძალვა, რის გამოც მოქალაქეები იქნენ დაკავებული „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან იყო შეთანხმებული.
იმავე დამკვირვებელთა მტკიცებით, გავრცელებული წერილით ივანიშვილი შეეცადა „მშრალად გამოსულიყო“ ყველა იმ საქმეებიდან, რომელზეც საზოგადოებას ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა და მათზე პასუხიმგებლობა, მათ შორის ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ წერილებზე, კორუფციასთან ბრძოლის საბაბით ასევე ნეგატიური დამოკიდებულებების არსებობა კობახიძეს დაბრალებოდა.
არადა, როგორც ამბობენ, კორუფციასთან ბრძოლის საბაბით ღარიბაშვილთან დაახლოებული პირების დაკავების გამო „ქართული ოცნების“ გუნდში საკმაოდ დიდი უკმაყოფილება არსებობს. ამის მიზეზი ისაა რომ მათ დიდ ნაწილს ეგონა რომ „ფულის ზომიერად კეთება“ მმართველ გუნდში მათი აზრით დაშვებული იყო.
ივანიშვილის წერილმა ბევრი დააფიქრა იმაზე რომ იგი მმართველ გუნდში არსებულ ვითარებაზე „არაფერზე პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს“.
ოპოზიცია ხშირად საუბრობს და პროგნოზირებს რომ ივანიშვილი კობახიძეს შეცვლის. ამგვარი მტკიცებები და პროგნოზები ჯერ მხოლოდ ოპოზიციის სურვილებს ჰგავს.
პრემიერ ირაკლი კობახიძის გაკეთებული განცხადებები რომ „ხალხში ყველა არაპოპულარული ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული“ და მის ამ განცხადებაზე ივანიშვილის პასუხი?
რამდენად საფუძვლიანია მტკიცებები რომ ივანიშვილი მალე პრემიერ ირაკლი კობახიძესაც შეცვლის?
- არ მაქვს ინფორამაცია, რა ცვლილებები შეიძლება იგეგმებოდეს მთავრობასა თუ პარტიაში, მაგრამ უსაფრთხოების პერსპექტივიდან ამას მნიშვნელობა არ აქვს.
დღევანდელ ცვალებად და სახიფათო გარემოში უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ მაშინ იქნება რეალური, თუკი მთავრობა მაქსიმალურად ანგარიშვალდებული იქნება არჩეული პარლამენტის და მოქალაქეების წინაშე, რადგან დღეს სახელმწიფოს უსაფრთხოებას დიდწილად საზოგადოებრივი მდგრადობა განაპირობებს და მისი მიღწევა კი ამგვარ პოლარიზებულ და ანტაგონისტურად განწყობილ საზოგადოებაში წარმოუდგენელია.
დღეს სახელმწიფოს უსაფრთხოებას დიდწილად საზოგადოებრივი მდგრადობა განაპირობებს და მისი მიღწევა კი ამგვარ პოლარიზებულ და ანტაგონისტურად განწყობილ საზოგადოებაში წარმოუდგენელია
- ეს პროცესები ხდება მაშინ, როცა კრემლს რუსეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაანონსებული აქვს სამხეთ ოსეთის რუსეთთან მიერთება, ანუ ანექსია.
სხვაგვარად ვერანაირად ვერ აღიქმება ის შეთანხმება, რაზეც პუტინმა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზინედტმა 8 მაისს კრემლში მოაწერეს და რომელიც რუსეთის სამართლებრივ სივრცეში სამხრეთ ოსეთის ინტეგრირებას ითვალისწინებს.
რუსეთს პაქტიურად, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ანექსირებული აქვს და ამ რეგიონების „დამოუკიდებლობით“ საქართველოს ღიად და დაუფარავად ევაჭრება.
ვხედავთ, რომ უკრაინაში წარმოებული ომის მიუხედავად, კრემლი საქართველოს მიმართულებაზე აქტიურობს. მხედველობაში მაქვს კრემლთან დაახლოებული პირებისაგან მოსკოვში და თბილისში გეორგიევსკი ტრაქტატი-2-ის მსგავსი შეთანხმები შეთანხმების გაფორმებაზე დაწყებულ მსჯელობებს საჯარო სივრცეში.
ვხედავთ, ასევე რომ მოსკოვიდან მომდინარე საფრთხეებს ქართული საზოგადოება ბევრი თვალსაზრიისთ დეზორინეტირებული, არაკონსოლიდირებული, ერთმანეთს გადაკიდებული პოლიტიკური ძალების ცალ-ცალკე აქტიურობით ხვდება.
თქვენ როგორ დაახასიათებდით იმ ვითარებას, რასაც ახლა საშინაო პოლიტიკაში ვადევნებთ თვალს?
- ვითარება საკმაოდ რთულია, იმიტომაც, რომ პრაქტიკულად, შიდა პოლიტიკური პროცესი საქართველოში არ მიმდინარეობს. მმართველი პარტიის ლოგიკა გასაგებია: ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე, მოკლას დემოკრატიული პროცესი და უზრუნველყოს ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნა.
მმართველი პარტიის ლოგიკა გასაგებია: ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე, მოკლას დემოკრატიული პროცესი და უზრუნველყოს ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნა
ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კი ხშირად რუსული ფინანსური ნაკადებია გამოყენებული, რასაც თავად პრემიერიც არ მალავს, როდესაც ამბობს, რომ მაგალითად, რუსული ტურისტული ნაკადების შეზღუდვა საქართველოს ეკონომიკას რეცესიამდე მიიყვანდა.
არსებობს სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემი, რომელიც ამ თეზას ან ადასტურებს ან უარყოფს, თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ასეა, არავინ სვამს პროფესიულ დონეზე კითხვას: როგორ მოხდა, რომ ქართული ეკონომიკის რეცესია ოკუპანტი სახელმწიფოს ფინანსურ ნაკადზე არის დამოკიდებული? ეს მაშინაც ასე იყო, როდესაც რუსი ტურისტები არ ჩამოდიოდნენ? რატომ არ მოხერხდა დივერსიფიკაცია ამ და სხვა კრიტიკულ სფეროებში? რუსეთის ეკონომიკა რომ ჩამოიშალოს, მაშინ რას ვაკეთებთ, მივყვებით?
როგორ მოხდა, რომ ქართული ეკონომიკის რეცესია ოკუპანტი სახელმწიფოს ფინანსურ ნაკადზე არის დამოკიდებული? ეს მაშინაც ასე იყო, როდესაც რუსი ტურისტები არ ჩამოდიოდნენ? რატომ არ მოხერხდა დივერსიფიკაცია ამ და სხვა კრიტიკულ სფეროებში? რუსეთის ეკონომიკა რომ ჩამოიშალოს, მაშინ რას ვაკეთებთ, მივყვებით?
აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე ოკუპანტის სტატუსი და ანექსიის საწყისი ფაზა მხოლოდ 2008 წელს თითქოსდა საქართველოს მიერ ინსპირირებული ომის შედეგებს არ მიემართება, როგორც ახლა ცდილობენ წარმოაჩინონ.
რუსეთის იმპერიალისტური ბუნება საქართველოს მიმართ მე-18 საუკუნის ოციანი წლებიდან კარგად ჩანს, რისი დასკვნითი ფაზაც სწორედ შეუსრულებელი გეორგიევსკის ტრაქტატი და შემდგომი ანექსია იყო, მიუხედვად იმისა, როგორ ხედავდა ან აფასებდა მას თავად რუსეთის მხრიდანვე უკიდურესად რთულ ჩიხურ ვითარებაში მიყვანილი ერეკლე მეორე.
მეორე საკითხი: კი ბატონო, ხელისუფლებამ მოკლა დემოკრატიული პროცესი და არჩევნები გააუქმა. რა კეთდება ამ პროცესის აღსადგენად და რით ვაიძულებთ ხელისუფლებას, დააბრუნოს გაუქმებული არჩევნები? ფაქტია, არჩევნების გარეშე ხელისუფლება არ ან ვერ იცვლება და თუ არჩევნებს არ მივიღებთ, მაშინ, რას ველოდებით? ეკონომიკის ჩამოშლას და ამ ფონზე ხელისუფლების ცვლილებას?
ხელისუფლებამ მოკლა დემოკრატიული პროცესი და არჩევნები გააუქმა. რა კეთდება ამ პროცესის აღსადგენად და რით ვაიძულებთ ხელისუფლებას, დააბრუნოს გაუქმებული არჩევნები? ფაქტია, არჩევნების გარეშე ხელისუფლება არ ან ვერ იცვლება და თუ არჩევნებს არ მივიღებთ, მაშინ, რას ველოდებით? ეკონომიკის ჩამოშლას და ამ ფონზე ხელისუფლების ცვლილებას?
ეკონომიკა თუ ჩამოიშალა, დემოკრატიული ძალები ვერ გაიმარჯვებენ, ეს ცხადი ფაქტია. სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესი არცევნების დასაბრუნებლად თითქმის არ მიმდინარეობს და ეს ხელისუფლებას, რომელიც ძალოვან სტრუქტურებს სრულად აკონტროლებს, კიდევ უფრო დიდ უპირატესობას აძლევს.
- ამ პროცესების ფონზე მმართველმა გუნდმა აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, თითქოს საქართველოში რუსოფობიაა.
საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ წარმოებული პოლიტიკის გამო ჩვენში ბევრია უკმაყოფილო და ეს გასაგებია, მაგრამ, გაუგებარია ვის რაში სჭირდება და რა მიზეზითა და მიზნით ქვეყანაში არარსებულ რუსოფობიაზე საჯარო სივრცეში საუბარი?
- არავითარი რუსოფობია საქართველოში არ არსებობს. არსებობს შიში იმისა, რომ რუსეთთან დაახლოება საქართველოს სახელმწიფოებრიობას გააუქმებს, მოქალაქეებისთვის კი იგივე სისხლისმღვრელ კამპანიებს გამოიწვევს, როგორც ეს მეოცე საუკუნის ოციან, ოცდაათიან, ორმოციან, ორმოცდაათიან, სამოცდაათიან, ოთხმოციან და პრაქტიკულად, რუსული მმართველოს ყოველ წელს იყო.
ცნობილია, რომ რუსეთის ამჟამინდელი მმართველობა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს არ აღიქვამს და მას საკუთარ გავლენის სფეროდ აღიქვამს.
ისიც ცნობილია, რომ კრემლის ამჟამინდელი ხედვა იოტისოდენადაც არ განსხვავდება რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ფორმაციის ლიდერების ხედვისაგან პეტრე პირველით დაწყებული, საბჭოთა ლიდერებით და თვით დემოკრატი ელცინით დასრულებული.
არავითარი რუსოფობია საქართველოში არ არსებობს. არსებობს შიში იმისა, რომ რუსეთთან დაახლოება საქართველოს სახელმწიფოებრიობას გააუქმებს, მოქალაქეებისთვის კი იგივე სისხლისმღვრელ კამპანიებს გამოიწვევს, როგორც ეს მეოცე საუკუნის ოციან, ოცდაათიან, ორმოციან, ორმოცდაათიან, სამოცდაათიან, ოთხმოციან და პრაქტიკულად, რუსული მმართველოს ყოველ წელს იყო
დადასტურებულია, რომ მთელ მსოფლიოში რუსეთი იყენებს ეკონომიკურ ბერკეტებს, ტურისტულ და მიგრაციულ ნაკადებს, ფინანსურ დამოკიდებულებას, საკუთარი მოქალაქეების დაცვის ლეგენდას დივერსიების, ჯაშუშობის, მკვლელობების, ინტერვენციის, ოკუპაციის დასაგეგმად და შემდგომი ანექსიის განსახორციელებლად. ისიც უტყუარად დადასტურებულია, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკურ წმენდას, მკვლელობებს და სხვა არაადამიანურ ქმედებებს სწორედ რუსეთის სახელმწიფო უწევდა კოორდინაციას და შემსრულებლებიც, დიდწილად, სხვა დანაყოფებთან ერთად, რუსული რეგულარული ჯარის ნაწილები იყვნენ.
ამ ფონზე საუბარი რუსოფობიაზე მხოლოდ მანიპულაციაა და ის, რაც დღეს საქართველოშია, ბუნებრივად ნეგატიური დამოკიდებულებაა ოკუპანტის მიმართ და არა ეთნიკური ნიშნით რომელიმე ერის სხვაზე წინ ან უკან დაყენება.
აქ კიდევ ერთი გარემოებაა გასათვალისწინებელი: რუსული სპეცსამსახურის ინფილტრაცია სრულადაც რომ გამოვრიცხოთ, რაც არ უნდა კეთილი მიზნებით და სახელმწიფოს გადარჩენის მოტივით ვცადოთ რუსეთის „დაშოშმინება“, მოსკოვი საკუთარ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ არ შეიცვლის, სანამ საკმარისად არ დასუსტდება იმისთვის, რომ „ახლო საზღვარგარეთზე“ პრეტენზია ჰქონდეს.
რუსული სპეცსამსახურის ინფილტრაცია სრულადაც რომ გამოვრიცხოთ, რაც არ უნდა კეთილი მიზნებით და სახელმწიფოს გადარჩენის მოტივით ვცადოთ რუსეთის „დაშოშმინება“, მოსკოვი საკუთარ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ არ შეიცვლის, სანამ საკმარისად არ დასუსტდება იმისთვის, რომ „ახლო საზღვარგარეთზე“ პრეტენზია ჰქონდეს
სხვა საკითხია, რომ ეს ვაკუუმი, არასაკმარისი მზადყოფნის პირობებში კიდევ სხვა დამატებით რისკებს წარმოშობს საქართველოსთვის, რომელთა ჩანასახი უკვე ჩანს სამხრეთ კავკასიაში და რომელზედაც ახლა არ შევჩერდები, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი გადარჩენის გზა ორივე შემთხვევაში დასავლეთთან მაქსიმალური ინტეგრაცია, სამხედრო აღმშენებლობა და საზოგადოების დემოკრატიის გარშემო კონსოლიდაციაა. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებებზე სახელმწიფო სწორი გზით არ მიდის.
ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი გადარჩენის გზა დასავლეთთან მაქსიმალური ინტეგრაცია, სამხედრო აღმშენებლობა და საზოგადოების დემოკრატიის გარშემო კონსოლიდაციაა. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებებზე სახელმწიფო სწორი გზით არ მიდის
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი