15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად

ტექნოლოგიები, ბიზნესის საჭიროებები და ბაზრის მოთხოვნები ბოლო 15 წლის განმავლობაში ფუნდამენტურად შეიცვალა. ამ დროის განმავლობაში შეიცვალა FINA-ც, პატარა სტარტაპიდან 120-ზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარ გუნდამდე, რომელიც დღეს 8,500-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობას ამარტივებს.

FINA-ს ისტორია ვაჭრობის მოდულის შექმნით დაიწყო, სადაც მთავარი ამოცანა მცირე და საშუალო ობიექტებისთვის ყოველდღიური ოპერაციების გამარტივება იყო. ბიზნესის ზრდასთან ერთად გაიზარდა მოთხოვნებიც, რამაც FINA-ს პროდუქტების ცვლილება განაპირობა.

დღეს კომპანია 10-ზე მეტ მოდულს აერთიანებს, მათ შორის: ბუღალტერია, ვაჭრობა, დისტრიბუცია, კაფე-რესტორანი, სასტუმრო, აფთიაქი, სილამაზის სექტორი და თანამშრომელთა დასწრების მართვა.

FINA-ს ენდობიან როგორც მსხვილი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბრენდები (მაგალითად, Wendy's, Dunkin', Subway, ისი-პარი, ვულე-ვუ, მეამა ქოლექთი, ბიოლი, კასტელო მარე, ალიანს პალასი, აიტექნიკსი და სხვა), ისე მცირე და საშუალო საწარმოები.

„ჩვენი მთავარი მიზანი პირველივე დღიდან ერთი იყო - ბიზნესპროცესების ეფექტური გამარტივება. FINA მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფა არ არის; ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ბიზნესებთან ერთად იზრდება და ვითარდება. ამ 15 წლიანი გზის უკან დგანან კონკრეტული ადამიანები — უღრმესი მადლობა ჩვენს გუნდს, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს პროდუქტის დახვეწასა და მხარდაჭერაზე, და 8,500+ პარტნიორ კომპანიას, რომლებმაც თავიანთი საქმიანობა გვანდეს,” — აცხადებენ FINA-ში.

15 წლის იუბილე FINA-სთვის არა მხოლოდ განვლილი გზის შეჯამება, არამედ ახალი ეტაპის დასაწყისია. კომპანია აგრძელებს პროდუქტების განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების დანერგვასა და ბიზნესების მხარდაჭერას — როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, FINA-ს პროგრამულ ლიცენზიაზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით!

(R)

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა