AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

10-12 სექტემბერს, ბათუმში გამართულ მეათე საიუბილეო საერთაშორისო რეკლამის ფესტივალზე – Ad Black Sea 2026, გრან პრის მფლობელი კიდევ ერთხელ PSP გახდა. ამასთან ერთად 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს პრიზიც მოიპოვა.

ფესტივალზე PSP-ს სამი სარეკლამო კამპანია იყო წარდგენილი - “რეცეპტი: სიმართლე”, “თავისუფლება გადამდებია” და “მეშეზლონგე”, რომლებზეც შემოქმედებითმა სააგენტო Playmakers-მა იმუშავა.

„რეცეპტი: სიმართლე“ ფესტივალზე გრან პრითა და 2 ოქროთი დაჯილდოვდა; „თავისუფლება გადამდებია“ - ვერცხლით, ხოლო „მეშეზლონგემ“ ბრინჯაო მოიპოვა.

2026 წლის გრან პრის მფლობელი კამპანია “რეცეპტი: სიმართლე”, ბრენდის გულწრფელობასთან ერთად, გამბედაობიას და საზოგადოებისთვის მთავარი ღირებულების - სიმართლის წარმოჩენას ემსახურება. PSP აუდიტორიასთან შელამაზების გარეშე სიმართლეს საუბრობს გენდერული ნიშნით შერჩევითი აბორტის, გენდერული უთანასწორობის, „ჯანსაღი რუჯის“ სახიფათო მითის შესახებ.

PSP გახდა საერთაშორისო ფესტივალებზე ყველაზე მეტი ჯილდოს მქონე ქართული ბრენდი, რადგან ზოგჯერ, ყველაზე ძლიერი რამ, რაც აფთიაქს შეუძლია დანიშნოს - სიმართლეა.

Ad Black Sea რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეკლამის ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად შემოქმედებით ინდუსტრიას – საერთაშორისო სააგენტოებს და ბრენდებს აერთიანებს. წლევანდელი საიუბილეო, მეათე საერთაშორისო რეკლამის ფესტივალის პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებით სასიამოვნოდ დახუნძლული აღმოჩნდა.

(R)

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში