გიორგი შარაშიძე - ეჭვი მაქვს, დეპუტატებს ღილაკი არ შეშლიათ, შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ თეა წულუკიანს რომ ვთქვა, ღილაკები აერია - ეს, სავარაუდოდ, ერთგვარი სიგნალი იყო  „ოცნების“ მიმართ, ისინი შესაძლოა, სამომავლოდ საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობდნენ

ჩემი ეჭვი ტრიალებს იმის გარშემო, რომ დეპუტატებს ღილაკი არ შეშლიათ - ლაშა ტალახაძეს რომ შეშლოდა, ამაზე არანაირი კითხვის ნიშნები არ გაჩნდებოდა, მაგრამ მე ნამდვილად ვერ მივაყენებ შეურაცხყოფას, მაგალითად, თეა წულუკიანს რომ ვთქვა, მას ღილაკები აერია, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით, 2024 წლამდე მოქმედი ნორმების აღდგენასთან დაკავშირებით, ფრაქცია „საქართველოსთვის" საკანონმდებლო ინიციატივაზე, „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ 16 დეპუტატის მხარდაჭერის დაფიქსირებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, კანონპროექტზე ხმის მცემის დროს, სისტემური არევა ვერ მოხდება - არის ორი ღილაკი: მწვანე და წითელი.

შარაშიძე ასევე ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება იყო, სავარაუდოდ, ერთგვარი სიგნალი, მათ შორის, „ოცნების“ სხვა ფლანგის მიმართ.

ამასთან, დეპუტატი აღნიშნავს, რომ „ისინი შესაძლოა, ამ მანიპულაციით საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობდნენ სამომავლოდ“.

„ჩვენთვის არ არის გასაკვირი კანონის ჩაგდება. ჩვენ არაერთი შემთხვევა გვქონდა, როცა ჩვენი ინიციატივა ჩააგდეს. სამწუხაროდ, ეს რეალობა არის. რაც შეეხება იმას, როგორ მოხდა ეს ამბავი - მე ნამდვილად, შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ, მაგალითად, თეა წულუკიანს რომ ვთქვა, რომ მას აერია ღილაკები. საქართველოს პარლამენტის ამ შემადგენლობაში თუ ვინმე შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე გამოცდილ, კომპეტენტურ და კვალიფიციურ პოლიტიკოსად და დეპუტატად, ეს არის პირველ რიგში, ქალბატონი თეა წულუკიანი. მესმის, რომ ისიც ადამიანია, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან კანონპროექტზე მწვანე და წითელი ელემენტარულია. ეს რომ ყოფილიყო რომელიმე გამოუცდელი დეპუტატი, [გასაგებია]. მე შენ გეტყვით, არ ჰყავთ [გამოუცდელი დეპუტატები], თუ რა?! სპორტსმენი, მომღერალი...

ამ დეპუტატებმა უნდა ახსნან. თუ შეეშალა ქალბატონ თეას და კიდევ სხვა დეპუტატებს, უნდა გამოვიდნენ და თქვან, რომ შეეშალათ, მაგრამ ჩემი ეჭვი ტრიალებს იმის გარშემო, რომ არ შეშლიათ. ეს სავარაუდოდ, იყო ერთგვარი სიგნალი, მათ შორის, „ოცნების“ სხვა ფლანგის მიმართ. ვითომ შეცდომა, მაგრამ თან ამავე დროს, გზავნილი.

ეს უკავშირდება მდინარაძის გაშვების თემასაც. პარლამენტის დეპუტატების დიდი ნაწილი პირდაპირ იყო მდინარაძის მიერ გაკონტროლებული. აქ ერთადერთი, ვინც შეიძლება მდინარაძის ე.წ. გუნდში მოიაზრებოდეს, არის კირცხალია, მაგრამ კირცხალია თავადაც არ იმყოფებოდა დარბაზში და როგორც ჩანს მის ნაცვლად, ბატონ სამხარაძეს აქვს მიცემული. დანარჩენი არ მგონია, რომ რომელიმე თავის თავს მდინარაძის ყოფილ გავლენის ადამიანად და დეპუტატად მოიაზრებდეს.

მეორე თემაა საკუთარი რეპუტაციის გადარჩენა, საკუთარი თავის გადარჩენა, სახის შენარჩუნება, მათ შორის, როდესაც საქმე საქმეზე მივა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. არ არის გამორიცხული, როცა დასჭირდებათ, ეს სათავისოდ გამოიყენონ და თქვან, რომ ჩვენ ასეთ დემოკრატიულ კანონპროექტს მხარი დავუჭირეთო. ეს კითხვებია, რა თქმა უნდა, მე დაბეჯითებით ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ იმდენად უცნაური ფაქტი მოხდა... ლაშა ტალახაძეს რომ შეშლოდა, ამაზე არანაირი კითხვის ნიშნები არ გაჩნდებოდა და ასეთი კიდევ უამრავი დეპუტატია პარლამენტში, მაგრამ აქ ისეთი სახელებია, უბრალოდ ძალიან რთულია იმის დაჯერება, რომ ტექნიკური მიზეზით მოხდა. არანაირი ტექნიკური მიზეზი არ არსებობს, არანაირი სისტემური არევა იქ არ მოხდება და ვერ მოხდება. არის ორი ღილაკი მწვანე და წითელი. თან ისიც უნდა ითქვას, რომ პაპუაშვილი საჯაროდ აკეთებს ხოლმე განცხადებებს და დეპუტატებს აფრთხილებს, რომ ეს კანონპროექტი არ არის ჩვენი, არამედ არის ფრაქცია „საქართველოსთვის“, - განაცხადა შარაშიძემ.

გარდა ამისა, მან გადაცემაში, „ასაკრძალ პარტიათა სიაში“ „გახარია საქართველოსთვის” დამატებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გუნდისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო.

დეპუტატი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ყოფილი „ნაცების“ და მოქმედი აგენტების პარტიად არის გადაქცეული და აღნიშნული გადაწყვეტილებაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ დგას „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“.

„ზოგადად, ისეთი ტიპის ავტოკრატიაში, რომელიც „ოცნებამ“ შექმნა, პოლიტიკური პარტიისთვის მოულოდნელი არაფერი არ უნდა იყოს. ჩვენც ყოველთვის ვართ შეგუებული იმას, რომ სანამ ასეთი ავტოკრატია იქნება, ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს. პოლიტიკური პარტია იმის პოლიტიკური პარტიაა, რომ მას უნდა ეყოს იმის გააზრების უნარი, ყველა სცენარისთვის იყოს მზად. შესაბამისად, ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებულად მოულოდნელი არ იყო, არც რამე სიურპრიზი იყო. „ოცნების“ მოქმედების ლოგიკა არის აუხსნელი. დეპუტატების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის პარტიაში მიღებული გადაწყვეტილებების „გაპრავება“, ამის სპეციალისტებად არიან ჩამოყალიბებულები და თუ დააკვირდებით მათ კომენტარებს, ეს გადაწყვეტილება მათაც კი ვერ ახსნეს. ეტყობათ, რომ თავად არ სჯერათ იმის, რასაც საუბრობენ, იმდენად აბსურდული დასაბუთება აქვს ამ გადაწყვეტილებას. ასეთი ტიპის ავტოკრატიაში ყველაფერი მოსალოდნელია ჩვენთვის, არც ეს ყოფილა მოულოდნელი. აკრძალვის და საკონსტიტუციო სარჩელის თემა უკავშირდება „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ჩადენილ დანაშაულებს და მათი ტერმინით რომ ვთქვათ, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“. დიდი ბოდიში, ვინ საუბრობს ზოგადად, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვაზე?! თავად ყოფილი „ნაცების“ და მოქმედი აგენტების პარტიად არის გადაქცეული დღეს „ოცნება“. გივი მიქანაძემ უნდა აკრძალოს დღეს გახარიას პარტია?! და მერე ეს აკრძალვა ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოთი უნდა დამტკიცდეს? სრულიად პარადოქსული ვითარება გვაქვს. საკუთარ რიგებში მოიკითხონ „ნაცები“. ყოფილი „ნაცებით“ რომაა გატენილი დღევანდელი „ოცნება“, ჩამოუარონ და ის „ნაცები“ და ის მოსამართლეები მოიკითხონ, რომლებიც დღეს წარმომადგენენ „კლანს“, რომელიც სასამართლო სისტემას მთლიანად მართავს.ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ დგას „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ყოველთვის როცა „ოცნებას“ უჭირს, „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორს იყენებს და ამით ცდილობს, ფონს გავიდეს. რა თქმა უნდა, მათთვის მარტივია, თუ ისინი შეძლებენ და მიაღწევენ იმას, რომ ყველა მათი კონკურენტი ამ ქოლგის ქვეშ მოაქციონ. გარდა იმისა, რომ თავად არის გატენილი ყოფილი „ნაცებით“, „ნაცების“ ფაქტორზე დგას „ოცნება“ და ეს გადაწყვეტილებაც ამას უკავშირდება,“ - განაცხადა შარაშიძემ.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სუს-ის ხელმძღვანელების ხშირი ცვლილება მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით, არანაირი სისტემური სტრატეგიული ხედვა არ გააჩნია.

მისივე თქმით, თამაზ ბორაშვილი გამოცდილებიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ყველა წინამორბედს ჯობია, მაგრამ თავად ის სისტემა, რომელიც „ოცნებამ“ შექმნა, იმდენად ფესვგამდგარია, რომ მას ძალიან გაუჭირდება, უწყების დამოუკიდებელი ხელმძღვანელი იყოს.

რაც შეეხება გელა გელაძის შსს-ში დაბრუნებას - შარაშიძე აღნიშნავს, რომ მას შესაძლოა, სახლში წასვლა უნდოდა, მაგრამ არ გაუშვეს.

„სახლში გაშვება არის საჩუქარი ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც სისტემის მსახურად იქცა და ხელი მოაწერა თავის დროზე იმას, რომ ყველაფერზე წავიდოდა და ყველაფერს იკადრებდა. ნუ ჩათვლით თქვენ იმას, რომ მისი [გელა გელაძის] შსს-ში დაბრუნება მის მიმართ გაკეთებული განსაკუთრებული ჟესტია. შესაძლებელია, სახლში წასვლა უნდოდა და არ გაუშვეს. როდესაც არ გიშვებენ, ეს ნიშნავს იმას რომ შენი მართვის ბერკეტს ავტოკრატიული სისტემა ბოლომდე ინარჩუნებს. რაც შეეხება თავად სუს-ის ხელმძღვანელების პანტა-პუნტით ცვლას - პარლამენტი სუს-ის ხელმძღვანელს 6 წლის ვადით ამტკიცებს და ჩვენ ვხედავთ რომ არათუ 6 წელი, არამედ 6 თვეც ვერ ძლებენ სუს-ის ხელმძღვანელები. პირველ რიგში, ეს მიუთითებს იმას, რომ ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით, „ოცნებას“არანაირი სისტემური სტრატეგიული ხედვა არ გააჩნია. ეს რომ ასე იყოს შეუძლებელია თანამდებობის პირების ასეთი სისწრაფით შეცვლა. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ არის ავტოკრატია, არაფორმალური მმართველობა. სუს-ი არის პირდაპირ პარტიული დანამატი, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის. ის არ ემსახურება მთავარ ამოცანას - ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ემსახურება პარტიას. თამაზ ბორაშვილი, ამ ფონზე, როგორც ოპერატიული მუშაკი, როგორც გამოცდილი თანამშრომელი ყველა წინამორბედს ჯობია. გამოცდილებიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე, მაგრამ თავად ის სისტემა, რომელიც „ოცნებამ“ შექმნა, იმდენად ფესვგამდგარია, რომ ძალიან გაუჭირდება ბატონ თამაზს შეასრულოს მთავარი ფუნქცია - იყოს სუს-ის დამოუკიდებელი ხელმძღვანელი. ჩვენ არ ვვარაუდობთ, რომ ის ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას შეძლებს,“ - აღნიშნა შარაშიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად