ლაშა ფარულავა - 500 დღის განმავლობაში ივანიშვილმა სუს-ის ოთხი უფროსი შეცვალა - დღევანდელი საკადრო წრე კი უკავშირდება მდინარაძეს, მისი კადრი იყო გელაძე, „ნაცებში“ რომ გელა იყო და „ქოცებში“ გეკა გახდა

დღევანდელი საკადრო წრე უკავშირდება მამუკა მდინარაძეს. მდინარაძის კადრი იყო გეკა გელაძე. „ნაცებში“ რომ გელა იყო და „ქოცებში“ გეკა გახდა , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ ხელისუფლებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ყოფილ ვიცე-პრემიერსა და რეგიონული განვითარების ყოფილ მინისტრის მამუკა მდინარაძის „შიდა პატიმრობა, მხოლოდ ერთი კაცის შიდა პატიმრობა არ იქნება, მათ შორის, შეიძლება გეკა გელაძეც იყოს“.

„სინამდვილეში ეს არის „ოცნების“ ბოლო ჟამი. ივანიშვილმა პოლიტიკური რესურსი ამოწურა. დღევანდელი საკადრო წრე უკავშირდება მამუკა მდინარაძეს. მდინარაძის კადრი იყო გეკა გელაძე. „ნაცებში“ რომ გელა იყო და „ქოცებში“ გეკა გახდა. როდესაც ირაკლი კობახიძემ სუს-ის ახალი უფროსი წარადგინა, საერთოდ არ იყო გეკა მის გვერდით, ეს ნიშნავს იმას, რომ იგივე პრეცედენტი დადგება, რაც იყო ლილუაშვილის შემთხვევაში, ოხანაშვილის და მდინარაძის შემთხვევაში. არ არის გამორიცხული, მდინარაძის შიდა პატიმრობა, მხოლოდ ერთი კაცის შიდა პატიმრობა არ იქნება, მათ შორის, შეიძლება გეკა გელაძე იყოს“, - განაცხადა ფარულავამ.

ფარულავას მოსაზრებით, მდინარაძე შიდა პატიმრობაშია და ამის „მიზეზია „ოცნების“ ყულაბიდან ფულის „მოტეხა“.

მამუკა მდინარაძე შიდა პატიმრობაში მხოლოდ და მხოლოდ არის იმის გამო, რომ მას ედავებიან „ოცნების“ ყულაბიდან ფულის „მოტეხას“ და კრედიტორში გადატენას. სწორედ ამიტომ დაუყენა ივანიშვილმა მეთვალყურედ ანზორ ჩუბინიძე, მისი დაცვის წევრები დგანან. დღეს, რომ ბევრს ლაპარაკობდა კობახიძე, თუ მაგარი ბიჭია, თავისი მეგობარი გაათავისუფლოს შიდა პატიმრობიდან და გაუწიოს დახმარება“,- განაცხადა ფარულავამ.

ფარულავას თქმით, თუ ღარიბაშვილი ხალხის ფულს იპარავდა, მდინარაძემ ივანიშვილს მოჰპარა.

„მდინარაძეს ედავებიან ივანიშვილის ფულის მოპარვას, რომელიც აკუმულირებული იყო მოდულში. არავინ მიაქცია ყურადღება რომეო მიქაუტაძის ჩვენებას, სადაც ის ამბობდა - „მე ბიზნესიდან ვკრეფდი ფულს და მიმქონდა ლილუაშვილთან“. ფული მიჰქონდა „ოცნების“ ყულაბაში, ივანიშვილის ყულაბაში. ივანიშვილმა კი არ უნდა დახარჯოს არჩევნებზე ფული. ეს ფული გროვდება ბიზნესიდან და მიდის მოდულის შენობაში. ეს მე კი არ მომიგონია, ეს არის რომეო მიქაუტაძის ჩვენება. აღმოჩნდა, რომ თუ ღარიბაშვილი ხალხის ფულს იპარავდა, მდინარაძემ ივანიშვილს მოჰპარა. „ყველა ერთად ჯამში არიან მკვლელებიო“ - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი“,- განაცხადა ფარულავამ.

ფარულავას თქმით, უსაფრთხოების სისტემა ქვეყანაში საერთოდ არ მუშაობს, ამას მოწმობს ბოლო 1 წლის განმავლობაში სუს-ს ხელმძღვანელების ცვლილება.

„ზუსტად 500 დღის განმავლობაში, ივანიშვილმა სუს-ის ოთხი უფროსი შეცვალა. ქვეყანას, რომლის 20%-ი ოკუპირებულია, ქვეყანა, რომელიც ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ქარიშხალშია უსაფრთხოების სისტემა უნდა იყოს გამართული. მაგრამ უსაფრთხოების სისტემა საერთოდ არ მუშაობს ქვეყანაში. ეს არის იმის ნათელი დადასტურება, როდესაც „ქართული ოცნება“ გვესაუბრება მშვიდობაზე. მშვიდობა მხოლოდ ივანიშვილის აქვს, კეთილდღეობა მხოლოდ ივანიშვილს აქვს“,- განაცხადა ფარულავამ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში