ლევან მახაშვილი გელა გელაძის გადადგომაზე - პირადი მიზეზი იმიტომ ჰქვია, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა - სამ თვეში ერთხელ იქნება, ექვს თვეში თუ ათ წელიწადში ერთხელ, ეს ყველა სახელმწიფოში ჩვეულებრივი პროცესია

პირადი მიზეზი იმიტომ ჰქვია, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა - ხდება ხოლმე - გადაადგილებები, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ნორმალური მოვლენაა - სამ თვეში ერთხელ იქნება, ექვს თვეში თუ ათ წელიწადში ერთხელ, ეს ყველა სახელმწიფოში ჩვეულებრივი პროცესია, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც სუს-ის ყოფილი უფროსის, გელა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, გუნდი პატივს სცემს გეკა გელაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

“პირადი მიზეზი იმიტომ ჰქვია, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა. მან ამ შემთხვევაში გადადგომის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას და წარმატებებს ვუსურვებთ შემდგომ საქმიანობაში. როდესაც სხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე გადადის ადამიანი და საქმე სახელმწიფოს საქმიანობასა და მიზნების განხორციელებას ეხება, ყველანი მოწოდებულნი ვართ, გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს…

ხდება ხოლმე. ეს ჩვეულებრივი პროცესია. ექვსწლიანი იქნება, ერთთვიანი თუ ორწლიანი - პირადი მიზეზით ხდება ხოლმე ასეთი ტიპის ცვლილებები და გადაწყვეტილების მიღება.

სახელმწიფოში საკადრო გადაადგილებები, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ნორმალური მოვლენაა. სწორედ ეს ვიგულისხმე, როდესაც ვთქვი - “ხდება ხოლმე”-მეთქი. სამ თვეში ერთხელ იქნება, ექვს თვეში თუ ათ წელიწადში ერთხელ, ეს ყველა სახელმწიფოში ჩვეულებრივი პროცესია”, - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ თანამდებობა დატოვა. ამ თანამდებობას ახლა თამაზ ბორაშვილი დაიკავებს. თავად გეკა გელაძე კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად