სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა, სუს-ის პირად შემადგენლობას პარლამენტის ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა 2024 წლის საქმიანობის ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინა.

ანრი ოხანაშვილმა, სუს-ის პირად შემადგენლობას პარლამენტის ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა.

“მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ განსაკუთრებული პატივისცემა და მხარდაჭერა დავუდასტურო საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას, მის თითოეულ თანამშრომელს, ვინც ღირსეულად და თავდაუზოგავად ემსახურება ჩვენი სამშობლოს და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას”, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მან გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ყურადღება გაამახვილა 2024 წელს ქვეყნის წინაშე არსებულ ძირითად საფრთხეებსა და გამოწვევებზე და მათ საპასუხოდ უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, უსაფრთხოების სამსახურს საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში უწევს ეროვნული უსაფრთხოების ამოცანების შესრულება.

„საქართველოსთვის, რომლის 20% ოკუპირებულია, განსაკუთრებით პრიორიტეტულია მშვიდობის შენარჩუნება და რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ამ საკითხში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეფექტიან უწყებათშორის კოორდინაციას და უსაფრთხოების სფეროში მეზობელ სახელმწიფოებთან მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობას. აქვე აღვნიშნავ, რომ ვითარების დეესკალაციასა და კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილე მხარეებისთვის ალტერნატივა არ გააჩნია.

ჩვენ ირგვლივ მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლს და მის მნიშვნელობას საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო