სუს-ი - 2024 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ გამოწვევას კვლავ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ანექსიისკენ მიმართული პროცესი წარმოადგენდა

2024 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ გამოწვევას კვლავ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ანექსიისკენ მიმართული პროცესი წარმოადგენდა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში სამსახურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, გასული წლების მსგავსად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალა, სხვა დესტრუქციულ აქტივობებთან ერთად, განაგრძობდა სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის სამხედრო წვრთნას.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გულდასმით გამოიკვლია საქმის გარემოებები და დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს მის ხელთ არსებულ ყველა გონივრულ და შესაძლებელ ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დასაცავად. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საგანგებოდ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირები, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა, უკანონო პატიმრობიდან სწორედ საქართველოს ხელისუფლების დაუღალავი შრომისა და მის მიერ წარმოებული ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად გათავისუფლდნენ”, - განაცხადა ოხანაშვილმა.

სუს-ის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხზე დეტალური მოხსენება გააზიარეს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაზე.

მისივე თქმით, ერთ-ერთ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ეფექტური კონტროლის განხორციელების შეუძლებლობის მიუხედავად, ოფიციალურმა თბილისმა ოკუპირებულ რეგიონში პირთა საკუთრების უფლების დასაცავად ყველა შესაძლებელი და გონივრული ღონისძიება გაატარა.

„სამსახური აქტიურად მუშაობდა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად, ამ მხრივ ყველა შესაძლო მექანიზმისა და სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით. 2024 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა 38 პირი, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით − 30 პირი. აქვე მოგაწვდით 2025 წლის ბოლო მონაცემებსაც, კერძოდ, ქართული მხარის ძალისხმევის შედეგად, ოკუპირებულ აფხაზეთის მიმართულებით უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა 15 პირი, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით − 15 პირი”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო