ადვოკატის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალი წაუყენეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალი წაუყენეს.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი საქართველოში არ ყოფნის პერიოდში ოქრუაშვილთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გამომძიებელი შევიდა და ახალი ბრალი გააცნო.

ჭაბაშვილის თქმით, ბრალი „ბანალურ საქმეზეა" და ის ორი წლის წინ, "სამეზობლოში მომხდარ ფაქტს" უკავშირდება. ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მასალები საზოგადოებრივ ადვოკატს გადაეცა. შესაბამისად, მან დეტალები ზუსტად არ იცის.

"როგორც ვიცი, ეს ბრალი გორში, მის სოფელში მომხდარ ფაქტს უკავშირდება. სამეზობლოს, ყოფით, რაღაც ბანალურ შემთხვევასთანაა დაკავშირებული. ნიშანდობლივი ისაა, რომ ორი წლის წინანდელ ამბავზე ახლა მოინდომეს ბრალის წარდგენა. თუ ვინმე ჩიოდა, ორი წლის წინ იჩივლებდა, ასეთი დამთხვევების არ მჯერა, ეს რაღაცასთანაა დაკავშირებული", - განაცხადა ჭაბაშვილმა.

ამ წუთებში კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

სხდომას არ დაესწრება თავად ბრალდებული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება