ირანის ჯანდაცვის სამინისტრო - ისრაელის იერიშების დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 610 ადამიანი დაიღუპა

ისრაელის იერიშების დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 610 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ განცხადებას ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ყველა მშვიდობიანი მოქალაქეა“, - განაცხადა ირანის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰოსეინ კერმანპურმა.

მისი თქმით, დაღუპულებს შორის 13 ბავშვია და ბოლო 12 დღის განმავლობაში ისრაელის იერიშების შედეგად 4700-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად 7 საავადმყოფო დაზიანდა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელმა და ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ქვეყანა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას დათანხმდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას „ძლიერ პასუხს გასცემს“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს