ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე ბრალდებულის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ.

სასამართლო პროცესს არ ესწრება ირაკლი ოქრუაშვილი. პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმის მიხედვით, ოქრუაშვილი სხდომაზე დასწრებაზე უარს აცხადებს.

ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილის განმარტებით, ბრალდებული თანახმაა მის გარეშე გაგრძელდეს სხდომა, ის უარს აცხადებს საბოლოო სიტყვით სარგებლობაზეც. შესაბამისად, გამორიცხული არაა, მხარეთა დასკვნითი სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდეს.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა.

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან არ გადაიხადა, რის შემდეგაც ის დააკავეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება