ანრი ოხანაშვილი - ჩვენი ტერიტორიების 100 ჰექტარი დროებით, მაგრამ დაიკარგა, ამას სჭირდება ახსნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიის 100 ჰექტარი დაიკარგა, რასთან დაკავშირებითაც საჭიროა განმარტება.

შესაბამისი განცხადება ოხანაშვილმა, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით განმეორებით დაბარებაზე საუბრისას განაცხადა.

სუს-ის უფროსის თქმით, საგამოძიებო კომისიის წინაშე დაბარებული პირი არ გამოცხადდა, რაც საჭიროებს შესაბამის შეფასებას.

„ჩორჩანასთან დაკავშირებით არის ორის მოცემულობა: ერთი ის, რომ საგამოძიებო კომისიის წინაშე დაბარებულია კონკრეტული პირი და ფაქტია, რომ ის არ გამოცხადდა კომისიის წინაშე, რა ახსნა აქვს, ეს პარლამენტის და საგამოძიებო კომისიის შესაფასებელია. ფაქტი არის ის, რომ ჩვენი ტერიტორიების 100 ჰექტარი დროებით, მაგრამ დაიკარგა. ამას სჭირდება ახსნა. ჩვენ დაველოდებით და მოვისმენთ საგამოძიებო კომისიის წინაშე რა განმარტება გაკეთდება“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კითხვაზე, ვინ იყო საქმის კურსში ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით, ოხანაშვილი პასუხობს, რომ საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გვერდის ავლით იქნა მიღებული.

„ფაქტი არის ის, რომ ეს არ იყო კოორდინირებული პასუხისმგებელ უწყებასთან, რომელსაც პირდაპირ ევალება ე.წ საოკუპაციო ხაზთან კონკრეტული საკითხებში ჩართულობა ეს გახლავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის გვერდის ავლით განხორციელდა ეს ყოველივე“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე გახარია საქართველოში არ დაბრუნდება მოხდება თუ არა მის მიმართ ძებნა გამოცხადებული, ოხანაშვილი ასე პასუხობს: „ ეს არ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენცია. ამისთვის შესაბამისი უწყება არის პასუხისმგებელი“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს