ანრი ოხანაშვილი ბაჩიაშვილზე - მეამაყება, რომ შევძელით, ეს ადამიანი დავაკავეთ და მოვათავსეთ იქ, სადაც მისი ადგილია - მზად ვარ, თუ პროკურატურას ექნება შეკითხვები, მივიდე და გავცე პასუხები - მისგან კიდევ ბევრ ზღაპარს მოისმენთ

კრიმინალი არის მოთავსებული პენიტენციურ დაწესებულებაში - მე მეამაყება, რომ ჩვენ ეს შევძელით, ეს ადამიანი დავაკავეთ და მოვათავსეთ იქ, სადაც მისი ადგილია , - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა,ბაჩიაშვილის დასაკავებლად ყველა ოპერატიული ღონისძიება გაატარეს.

„მე ვადასტურებ იმას, რომ ბაჩიაშვილი დავაკავეთ ჩვენ, ეს ადამიანი დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ. ჩვენ გავატარეთ ყველა ის ოპერატიული სამძებრო ღონისძიება, რაც ამ ადამიანის დაკავებისთვის იყო საჭირო. კრიმინალი არის მოთავსებული პენიტენციურ დაწესებულებაში. მან ჩაიდინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ეს არის დანაშაული, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ძალიან მკაცრად ისჯება. ამიტომ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ნიველირება არ ვფიქრობ, რომ სწორია. ჩვენი პასუხისმგებლობა იყო და მე მეამაყება, რომ ჩვენ ეს შევძელით, ჩვენ ეს ადამიანი დავაკავეთ და მოვათავსეთ იქ, სადაც მისი ადგილია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მედიის კითხვის საპასუხოდ ანრი ოხანაშვილი ზღაპრებს უწოდებს გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ის საქართველოში ჩამოიყვანეს ისე, რომ თავზე ტომარა ჰქონდა ჩამოფარებული, ხოლო მასთან ერთად თვითმფრინავში, სუს-ის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა.

„გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში მის მიერ, თუნდაც არასერიოზულ და ზღაპრებთან დაკავშირებით. გამოძიება დაწყებულია პროკურატურაში. ჩვენ გადავაგზავნეთ ყველა მასალა პროკურატურაში, რაც ჩვენ ამ პირის დაკავებასთან მიმართებაში განვახორციელეთ და იძიებს პროკურატურა. ამ პირთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა, მათ შორის, მართალია ზღაპრებთან, მაგრამ მის ამ განცხადებასთან დაკავშირებითაც საგამოძიებო პროცესი წარიმართება პროკურატურაში. მე მზად ვარ, რომ ნებისმიერ შეკითხვაზე, მათ შორის თუ ექნება პროკურატურას შეკითხვები, მივიდე და გავცე პასუხები.

დაგიდასტურეთ, რომ ეს ადამიანი დავაკავეთ, სადაც დავაკავეთ ოფიციალური განცხადება გავაკეთეთ. შესაბამისად, ნებისმიერ სხვა მის ამ ზღაპრებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ჰკითხოთ პროკურატურას, მიუხედავად ზღაპრებისა, გამოძიება დაწყებულია ვინაიდან ამის ვალდებულება იყო. ბევრ ზღაპარს მოისმენთ კიდევ, დაელოდეთ“ , - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო