ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანი მზად არის აშშ-თან „საკითხები მოაგვაროს“

ირანი მზად არის აშშ-თან “საკითხები მოაგვაროს”. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც, მოჰამედ ბინ სალმანთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

პეზეშკიანის თქმით, ირანი მზად არის აშშ-თან “საკითხები მოაგვაროს” და თეირანი მეგობრული ქვეყნებისგან “ნებისმიერ დახმარებას” მიესალმება.

მედია იუწყება, რომ სატელეფონო საუბარი იმის ფონზე გაიმართა, რომ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფაისალ ბინ ფარხანი კატარში იმყოფება, სადაც “სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს” საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს.

საუდის არაბეთის გარდა აღნიშნული გაერთიანების წევრები არიან ბაჰრეინი, კუვეიტი, ომანი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე კატარის წინააღმდეგ ირანის აგრესია იქნება განხილული, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა დაბომბა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი