დონალდ ტრამპი - ყალბი ამბების CNN-ი და წარუმატებელი New York Times-ი გაერთიანდნენ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო დარტყმის დაკნინების მცდელობაში - ირანში ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურებულია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის დარტყმების შედეგად ირანის ბირთვული ობიექტები არ განადგურებულა, არასწორია.

„ყალბი ამბების CNN-ი და წარუმატებელი New York Times-ი გაერთიანდნენ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო დარტყმის დაკნინების მცდელობაში. ირანში ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურებულია! საზოგადოება აკრიტიკებს როგორც Times-ს, ასევე CNN-ს!“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მანამდე, რამდენიმე მედია საშუალებამ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის დაზვერვის წინასწარი შეფასებით, გასულ შაბათ-კვირას ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ის დარტყმებს ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები არ გაუნადგურებია და მხოლოდ რამდენიმე თვით დახია უკან.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა