ნიკუშა კაცია - შეიძლება ბოლო პროცესი იყოს, რომელსაც მედია აშუქებს, რადგან რეჟიმი აპირებს აკრძალოს მედია გადაღება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ნიკუშა კაციას სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, კერძოდ, პროცესზე ბრალდების მხარის მიერ მოწვეულ გამომძიებელსა და ექსპერტს გამოკითხავენ.

პროცესის დაწყებისას ნიკუშა კაციამ დამსწრე პირებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

„გვემუქრებიან, რომ დარბაზს დაცლიან. ეს „ოცნების“ რექვიემია. შეიძლება ბოლო პროცესი იყოს, რომელსაც მედია აშუქებს, იმიტომ რომ რეჟიმი აპირებს აკრძალოს მედია გადაღება. ფაქტია, მბრძანებლის ცრუპენტელებს ეშინიათ სიმართლის. ცოტა დააგვიანდათ, რადგან სიმართლე უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, მაგრამ არა უშავს, როდესაც თქვენ სამართლიანად გაგასამართლებენ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ისევ დაუშვან მედია პროცესებზე და გადაიღონ“, - განაცხადა ნიკუშა კაციამ.

ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო