გივი მიქანაძე - ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, პირად საუბარში მომილოცა არჩევნებში გამარჯვება - ბალტიისპირელები აგრესიული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ, გაბრაზებულები იყვნენ, როგორ მოხდა, რომ მორიგ ჯერზე გაიმარჯვეთო

ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, პირად საუბარში მომილოცა არჩევნებში გამარჯვება - ბალტიისპირელები განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ აგრესიული დამოკიდებულებით, გაბრაზებულები იყვნენ, როგორ მოხდა ისე, რომ მორიგ ჯერზე არჩევნების შედეგად თქვენ გაიმარჯვეთო,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გივი მიქანაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ლიეტუველი და ესტონელი დეპუტატების მხრიდან ღია და გამოხატული აგრესია იკვეთებოდა დელეგაციის იმ ნაწილის მიმართ, რომელიც მმართველ გუნდს წარმოადგენდა.

„იანვარში განხორციელებულ ვიზიტზე, ინდივიდუალური შეხვედრების კონტექსტში, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბალტიისპირელები განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ აგრესიული დამოკიდებულებით, გაბრაზებულები იყვნენ, არც მალავდნენ, რომ როგორ მოხდა ისე, რომ მორიგ ჯერზე არჩევნების შედეგად თქვენ გაიმარჯვეთო. ქართველ ხალხზე იყვნენ გაბრაზებულები, რატომ აგირჩიესო.

არჩევნების დასრულებიდან დაახლოებით 1 კვირაში მომიწია საბერძნეთში ვიზიტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. საბერძნეთიდან 2 კვირის თავზე ასევე ჟენევაში. მინდა გითხრათ, რომ ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, პირად საუბარში მომილოცა არჩევნებში გამარჯვება. მითხრა, წარმოუდგენელია ასეთი უპირატესობით გამარჯვება. დავუფიქსირე, რომ ეს 4 ოპოზიციური პარტია, რომელიც ცდილობს წარმოაჩინოს ჯამური შედეგი, არასწორი მიდგომა იყო. პირველ ადგილოსან „ქართულ ოცნებასა“ და მეორე ადგილოსან ოპოზიციას შორის თითქმის 42% იყო განსხვავება. ერთ-ერთმა უკრაინელმა დეპუტატმა, პირადი კომუნიკაციის დროს მითხრა, რომ ოპოზიცია რაზეც აკეთებს აქცენტირებას, რომ თითქოს 300 ათასი ხმა გაყალბდა, დაუჯერებელიაო. მითხრა, რომ გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას, თუმცა იმასაც გეტყვით პირდაპირ, რომ არ გაგვხარებია დიდად ის, რომ ისევ თქვენ გაიმარჯვეთო. საინტერესოა ეს პოზიციები. ეს ხდებოდა ოქტომბრის ბოლოს - ნოემბრის 15-20 რიცხვამდე. როგორც ჩანს, ამ კონკრეტულმა ძალებმა, ევროპის სახალხო პარტიამ და „ალდეს“ ჯგუფმა ის განცხადება, რომ ჩვენ ევროკავშირს შანტაჟის იარაღად არ მივცემთ რომ გამოიყენოს მოლაპარაკებების გახსნის თემატიკა, გამოიყენეს იმისთვის, რომ თავისი მხარდაჭერილი პოლიტიკური ძალებისთვის საქართველოში მათდამი მხარდაჭერა გამოეხატათ. ამაზე აწყო ძირითადი ნარატივი.

ბოლო პერიოდში, ცალსახად იკვეთებოდა ლიეტუველი და ესტონელი დეპუტატების მხრიდან ღია გამოხატული აგრესია ჩვენი დელეგაციის იმ ნაწილის მიმართ, რომელიც მმართველ გუნდს წარმოადგენდა. მათ წინა წლებშიც არაერთი მცდელობა ჰქონდათ, რომ მაქსიმალურად დამძიმებულიყო რეზოლუციები“,- აღნიშნა მიქანაძემ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა