თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისიდან დაიწყება.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგისტრაცია იქნება ელექტრონული და წარიმართება სამ ეტაპად - 7, 14 და 21 ივლისს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე -http://kids.org.ge./ge

„I ეტაპი დაიწყება 7 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 13 ივლისის ჩათვლით. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები: სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები; მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები; სამხედრო მოსამსახურეთა შვილები; დედმამიშვილები; თბილისის ბაღების თანამშრომელთა შვილები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, II ეტაპი დაიწყება 14 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 20 ივლისის ჩათვლით. მერის თქმით, ეს ეტაპი შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბავშვებს.

რაც შეეხება რეგისტრაციის III ეტაპს, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ის საყოველთაო რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელიც დაიწყება 21 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება ადგილების შევსებამდე.

დედაქალაქის მერის განცხადებით, რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელსაც 15 სექტემბრის მდგომარეობით შეუსრულდება მინიმუმ 2 წელი.

ცნობისთვის, დაწვრილებითი ინფორმაცია საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის შესახებ ხელმისაწვდომი იქნება სააგენტოს ვებგვერდზე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები