„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - რაჟდენ კუპრაშვილის დანიშვნიდან დღემდე 74 მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირთან დაკავშირებული კორუფცია გამოვავლინეთ - ბიუროს არცერთი არ მოუკვლევია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარედ დანიშვნიდან დღემდე, ორგანიზაციამ 74 მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირთან დაკავშირებული კორუფციული შემთხვევები გამოავლინა, საიდანაც ანტიკორუფციულ ბიუროს არცერთი არ მოუკვლევია.

ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ ავრცელებს.

“2023 წლის 2 თებერვლიდან, რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარედ დანიშვნიდან დღემდე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში 74 მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირთან დაკავშირებული კორუფციული შემთხვევები გამოავლინა. არცერთი ეს შემთხვევა კუპრაშვილის ანტიკორუფციულმა ბიურომ არ მოიკვლია და რეაგირების გარეშე დატოვა. ამ 74 პირთან დაკავშირებული კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვებიდან, „აწარმოე საქართველოდან“ და სხვა საბიუჯეტო წყაროებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2012-2025 წლებში 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს