მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ ყველაფრის რომანტიზება მოვახდინეთ, კი გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა რაღაცნაირად არ გვინდა დავინახოთ იქ რა პროცესებია - არანაირი ანტიევროპული რიტორიკა არ არსებობს, ვსაუბრობთ იმაზე, რაზეც ევროპაში საუბრობენ

ჩვენ ყველაფრის რომანტიზება მოვახდინეთ, კი გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა რაღაცნაირად არ გვინდა დავინახოთ იქ რა პროცესები მიდის - არანაირი ანტიევროპული რიტორიკა არ არსებობს, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაზეც ევროპაში საუბრობენ,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მას ახსოვს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის გაღიზიანება, როდესაც პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პირველად ახსენა „გლობალური ომის პარტია“, ვინაიდან „ძალიან კარგად მიხვდნენ, რაზეც იყო საუბარი“.

„ნამდვილად არ არსებობს საფუძველი, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო ქართველი ხალხის არჩევანი. თუმცა, არ შეიძლება იმ გეგმის უგულებელყოფა, რაც არსებობდა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით. ნახეთ, რა ამბავი იყო ეუთო/ოდირის ანგარიშზე, რამხელა შეტევა განახორციელეს თავად საერთაშორისო ორგანიზაციაზე, რომელიც არჩევნებს აკვირდებოდა.

როდესაც ვსაუბრობთ ევროპაზე, ევროკავშირზე, რა ხდება იქ, ყველა „ნაციონალურ მოძრაობის“ მიმდევარია? არა...ჩვენ რაღაცნაირად ყველაფრის რომანტიზება მოვახდინეთ, კი გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა რაღაცნაირად არ გვინდა დავინახოთ იქ რა პროცესები მიდის. არ გვინდა შევხედოთ რა ხდება იმ ადგილზე. იდეალური არაფერია, ყველგან არის სხვადასხვა პროცესი, სხვადასხვა ძალა. მახსოვს, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის გაღიზიანება, როდესაც კობახიძემ პირველად ახსენა „გლობალური ომის პარტია“. ძალიან კარგად მიხვდნენ, რაზე იყო საუბარი, ახლა რომ „დიფ სთეითად“ მოიხსენიებენ, რაზე იყო იქ საუბარი, რისთვის იყო ეს ტერმინი გამოყენებული. პირველ რიგში, ამას დაარტყეს, ამის განზოგადება მოახდინეს. ჩვენ დაგვაბრალეს ანტიევროპული რიტორიკა, სინამდვილეში არანაირი ანტიევროპული რიტორიკა არ არსებობს, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაზეც ევროპაში საუბრობენ, რამდენად ხმამაღლა ისმის, ეს ალბათ მედიის მდგომარეობასთანაც მიგვიყვანს რომ განვავრცოთ, თუმცა, ეს პრობლემები ყველგანაა“,- აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს