სალომე სამადაშვილი მაკა ბოჭორიშვილზე - საინტერესოა, რატომ გამოტოვა თავის ბიოგრაფიიდან როგორ იყო განწესებული ევროპარლამენტში სამუშაოდ ივანიშვილის მიერ წარმოებული კამპანიის გასანეიტრალებლად - საერთოდაც, დიდი „მიშისტი“ იყო

[მაკა ბოჭორიშვილი] დიდი „მიშისტი“ იყო. „ქართულ ოცნებასაც“ კარგად ლანძღავდა. მაგრამ ჰოი საოცრებავ, აღმოჩნდა რომ უკეთესი „შმოტკა“ დასჭირდა და 2020 წელს გადაწყვიტა, რომ „ქოცები“ ქვეყანას კი არ ანგრევენ, მის გადარჩენას ცდილობენ, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გივი მიქანაძის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც სამადაშვილი აცხადებს, მაკა ბოჭორიშვილი მისი ელჩობის დროს საელჩოში 8 წლის განმავლობაში მუშაობდა.

„ძალიან სასაცილოა, „ნაცმოძრაობის“ ორი ყოფილი აქტიური მხარდამჭერის, მათ დროს მაღალ თანამდებობაზე მომუშავე ბატონი მიქანაძის და ქალბატონი ბოჭორიშვილის მოსმენა დღეს, წულუკიანის ცირკში. ქალბატონი ბოჭორიშვილი 8 წელი მუშაობდა საელჩოში ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ. საინტერესოა, რატომ გამოტოვა თავის ბიოგრაფიიდან როგორ იყო განწესებული ევროპარლამენტში სამუშაოდ ივანიშვილის მიერ წარმოებული კამპანიის გასანეიტრალებლად. მისი ვალდებულება იყო, ემუშავა ევროპარლამენტთან ივანიშვილის ლობისტების საწინააღმდეგოდ, დიდად გულმოდგინედ ასრულებდა ამ საქმეს. საერთოდაც დიდი „მიშისტი“ იყო.

2018 წელს, ბრიუსელში მუშაობდა ისევ და აქტიურად ლაპარაკობდა, რომ ქვეყანა უფსკრულისკენ მიდის, „ქართულ ოცნებასაც“ კარგად ლანძღავდა. მაგრამ ჰოი საოცრებავ, აღმოჩნდა რომ უკეთესი „შმოტკა“ დასჭირდა და 2020 წელს გადაწყვიტა, რომ „ქოცები“ ქვეყანას კი არ ანგრევენ, მის გადარჩენას ცდილობენ.

რა ქნას, საგარეოს ანგარიშების გარდა არაფერი აქვს წაკითხული ცხოვრებაში, სჯერა, რომ სულ „ქოცების“ იქნება საქართველო“,- წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია