დონალდ ტრამპი - აშშ-ის დარტყმების შედეგად ირანის ბირთვული ობიექტები სრულად განადგურდა

აშშ-ის დარტყმების შედეგად ირანის ბირთვული ობიექტები სრულად განადგურდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰააგაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„მჯერა, რომ ეს სრული განადგურება იყო. ძალიან სწრაფად ვიმოქმედეთ და მათ რაიმეს გამოტანის შანსიც არ ჰქონდათ. მსგავსი მასალის გამოტანა ძალიან რთული და საშიშია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კითხვაზე, კვლავ დაარტყამს თუ არა აშშ ირანს, თუ თეირანი ურანის გამდიდრების პროგრამას აღადგენს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „დიახ“.

„რაც ახლა მათ ყველაზე ნაკლებად სურთ, ეს რაიმეს გამდიდრებაა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. სარაკეტო დარტყმებმა ირანის პროგრამა უკან ათწლეულებით დახია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანსა და ისრაელს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტით „კმაყოფილია და პროცესი კარგად მიმდინარეობს“.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა