შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების გამართლება და მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა - სამწუხაროა, რომ ბრიუსელი არ ითვალისწინებს წარსულის გაკვეთილებს

ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების გამართლება და მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც ის აღნიშნავს, სამწუხაროა, რომ ბრიუსელი არ ითვალისწინებს წარსულის გაკვეთილებს.

„ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების გამართლება და მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა.

სამწუხაროა, რომ ბრიუსელი არ ითვალისწინებს წარსულის გაკვეთილებს, როდესაც სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, რუსთავი 2-ის თუ სხვათა საქმეებზე, სტრასბურგის სასამართლო ყოველ ჯერზე ამხელდა ამგვარი ჩარევის უსამართლობას.

ევროკავშირის ბიუროკრატები და პოლიტიკოსები ევროპული ღირებულებების ერთგული რომ ყოფილიყვნენ, წესით, სტრასბურგის სასამართლოს ყოველი მსგავსი გადაწყვეტილების შემდეგ, ქართველ ხალხს მათგან ბოდიში უნდა მოესმინა. თუმცა, ნაცვლად ბოდიშისა, ქართულ სახელმწიფოზე უსამართლო თავდასხმებსა და იმავე მანკიერ წრეზე სიარულს ვხედავთ“, - წერს პაპუაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს