მაკა ბოჭორიშვილი - სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი აქტიურად გამოიყენეს სწორედ იმისთვის, რომ ინსტრუმენტი გამხდარიყო ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით - ყველა ეს კამპანია, მიმართულია ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ

რეალურად, რასაც „ქართულ ოცნებას“ ედავებიან და აბრალებენ, ყველაფერს ამას, საფუძველს უყრის ან ამყარებს ის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც არიან ან პოლიტიკაში, ან არასამთავრობო ორგანიზაციების სახით გვევლინებიან ან მედიის გარკვეული ნაწილის სახით გვევლინებიან საქართველოში და ერთიანად ემსახურებიან ამ მიზანს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც „2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებები განიხილება“.

მან აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი აქტიურად გამოიყენეს, როგორც ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული ინსტრუმენტი.

ბოჭორიშვილის თქმით, ყველა კამპანია, რეალურად ქართული სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების წინააღმდეგ არის მიმართული.

„არ შეიძლება არ ითქვას სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი, რომელიც აქტიურად გამოიყენეს სწორედ იმისთვის, რომ ინსტრუმენტი გამხდარიყო ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით და ის ყოფილიყო მარტო ერთადერთი ლეგიტიმური.

ყველა ეს კამპანია, რეალურად, მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. როდესაც შენ არ აღიარებ ცესკო-ს, სასამართლოს, პარლამენტს და მერე ამბობ, რომ რაღაც სიკეთე გინდა ამ ქვეყნისთვის, უბრალოდ, არალოგიკურია. თუ გინდა, ქართველმა ხალხმა მიიღოს სიკეთე, მაშინ, პატივი უნდა სცე ამ ქართველი ხალხის არჩევანს და პატივი უნდა სცე იმ შედეგს, რაც არის ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგი. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ აქ ხდება გაყოფა, ვინ არის მათთვის ხალხი და ვინ არ არის ხალხი, ცოტა უჭირთ კიდეც ეს, თუმცა, მცდელობები ამისა, არის ძალიან დიდი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო