დიმიტრი პესკოვი - აშშ-ის დარტყმების შემდეგ ირანის ბირთვული ობიექტების მდგომარეობის შესახებ რეალისტური ინფორმაცია ჯერ არავის აქვს

აშშ-ის დარტყმების შემდეგ ირანის ბირთვული ობიექტების მდგომარეობის შესახებ რეალისტური ინფორმაცია ჯერ არავის აქვს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ირანის ბირთვული ობიექტები აშშ-ის იერიშების შედეგად „სრულად განადგურდა“.

„არ მგონია, რომ ვინმეს ახლა რეალისტური ინფორმაცია ჰქონდეს. ასეთი მონაცემების გამოქვეყნებას უნდა დაველოდოთ“, - განაცხადა პესკოვმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა