ლელა ჯეჯელავა - ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეშია და სხვებიც გამზადებულები არიან, მაგრამ პროტესტი ციხეში არავისთვის გაგვიტანებია - უნდა გაჩნდნენ ახალი ადამიანები, რომელთაც პასუხისმგებლობის თავზე აღების უნარი აღმოაჩნდებათ

პროტესტი ციხეში არც გვარამიასთვის გაგვიტანებია, არც ვაშაძისთვის და არც ხაზარაძისთვის, პროტესტი თითოეულ ჩვენგანთან დარჩა და ბუნებრივია, მას ნებისმიერ დროს მიეცემა გასაქანი, როდესაც ჩვენ შევთანხმდებით და ვიპოვით სწორ გზას, გვექნება სწორი სტრატეგია და ტაქტიკა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ლელა ჯეჯელავას მოსაზრებით, რადგან ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეშია, უნდა გაჩნდნენ ახალი ადამიანები, რომლებსაც პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი აღმოაჩნდებათ.

„ახლა ჩვენ იმ პროცესში ვართ, რომ ხელისუფლება მთლიანად სპობს იმის კვალს, რა შედეგებიც ჩვენ 2003 წელს მივიღეთ. სამწუხაროდ, ყველა პოლიტიკური ლიდერი არის ციხეში და როგორც ჩანს, სხვებიც გამზადებულები არიან ციხეში წასასვლელად. მე თითოეულ მათგანს ვუცხადებ ძალიან დიდ სოლიდარობას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე და იმ ადამიანებს, რომლებიც ასი ათასობით ვიდექით ქუჩაში, პროტესტი ციხეში არც გვარამიასთვის გაგვიტანებია, არც ვაშაძისთვის და არც ხაზარაძისთვის, პროტესტი თითოეულ ჩვენგანთან დარჩა და ბუნებრივია მას ნებისმიერ დროს მიეცემა გასაქანი, როდესაც ჩვენ შევთანხმდებით და ვიპოვით სწორ გზას, გვექნება სწორი სტრატეგია და სწორი ტაქტიკა.

რადგან ასე მოხდა და მოცემულობა ეს გვაქვს, რომ ახლა ლიდერები არ არიან, ისინი კარგა ხანია უკვე აღარ იყვნენ წინა ფლანგზე, უნდა გაჩნდნენ ახალი ადამიანები, რომლებსაც პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი აღმოაჩნდებათ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ლელა ჯეჯელავას განმარტებით, პარლამენტში კანონები როგორც არ უნდა შეცვალოს ხელისუფლებამ, ფიზიკის კანონებს მაინც ვერ შეცვლის და ხალხში დაგროვილი აგრესია და ენერგია არ დაიკარგება.

„ჰგონიათ, რომ პარლამენტის კანონებს როგორც ცვლიან, ფიზიკის კანონებსაც ეგრე შეცვლიან, მაგრამ ვერ შეცვლიან, გამორიცხულია, არც ხალხში დაგროვილი აგრესია არ წავა არსად, უკვალოდ არ დაიკარგება და არც მათ მიერ ჩადენილი უსამართლობა დაიკარგება უკვალოდ.

რაც შეეხება ქალბატონი წულუკიანის კომისიას, სიცოცხლეში თუ მომიწევდა საზვერეების გავლა ნამდვილად არ მეგონა, მეგონა, იმ ქვეყნად რომ წავიდოდით მერე იქნებოდა. ვინ დააყენა მეზვერედ თეა წულუკიანი, რომ იმაზე იყოს დამოკიდებული ციხეში უნდა მოვხვდეთ, თუ სად უნდა წავიდეთ, სად არის ჩვენი ადგილი. მინდა, ვკითხო ბიძინა ივანიშვილს, რატომ გადაწყვიტა, რომ თეა წულუკიანი დაენიშნა ჩვენთვის მეზვერედ“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის