სენატორები უიკერი და შაჰინი - „ქართული ოცნების“ მთავრობა აგრესიულად მიდის ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ, რაც ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმს ჰგავს - მხარს ვუჭერთ ორპარტიული „MEGOBARI აქტის“ წინ წაწევას

„ქართული ოცნების” მთავრობა აგრესიულად მიდის ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ - მხარს ვუჭერთ ორპარტიული “MEGOBARI აქტის” წინ წაწევას როგორც კი სენატის განრიგი მოგვცემს საშუალებას. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი როჯერ უიკერი (რესპუბლიკური პარტია) და სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დემოკრატიული მთავრობები საფრთხედ არ უნდა განიხილავდნენ ორგანიზაციებს.

ამასთან, სენატორების განცხადებაში ნათქვამია, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიმდინარე კვირას პოლიტიკურ ოპოზიციაზე „რეპრესიები დააჩქარა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით“ - რამდენიმე პროდემოკრატიული ლიდერის დაპატიმრებითა და განაჩენების გამოტანით.

“ქართული ოცნების” მთავრობა აგრესიულად მიდის ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ, ანტი-დემოკრატიული ქმედებებით დამოუკიდებელი ხმების გაჩუმებით, რაც ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმს ჰგავს. ინფორმაციის მასშტაბი, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებს მოეთხოვებათ, დიდი ალბათობით, უკანონოა, მაგრამ იმდენად ფართოც, რომ ნამდვილად დაუმორჩილებლობას გამოიწვევს. “ქართული ოცნების” ქმედებები, რომლებიც, როგორც გვესმის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება, მიზნად ისახავს, ჯგუფების მნიშვნელოვანი სამუშაოს პარალიზებას, მათ შორის “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის”, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”, “საფარის”, “მომავლის აკადემიის”, “მედიის განვითარების ფონდისა” და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”.

დამატებით, “ქართულმა ოცნებამ” მიმდინარე კვირას პოლიტიკურ ოპოზიციაზე რეპრესიები დააჩქარა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით რამდენიმე პროდემოკრატიული ლიდერის დაპატიმრებით და განაჩენების გამოტანით.

მარტივად რომ ვთქვათ, დემოკრატიული მთავრობები საფრთხედ არ უნდა განიხილავდნენ ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ დამოუკიდებელ მედიას, კრემლის პროპაგანდას ებრძვიან, კორუფციას ებრძვიან და მხარს უჭერენ ქალებს ან ახალგაზრდებს. როგორც ეს ჯგუფები დაიცავენ ქართველი მოქალაქეებისა და წყაროების პირად ინფორმაციას მთავრობის ჭარბი უფლებამოსილებისგან, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხმებსა და კანონმდებლობას მათთან გვერდში დასადგომად. ამ მხრივ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ორპარტიული “MEGOBARI აქტის” წინ წაწევას როგორც კი სენატის განრიგი მოგვცემს საშუალებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ