ხატია დეკანოიძე - პუტინი გადატრიალებას უწოდებდა „ვარდების რევოლუციას“, იდენტურია, რასაც საუბრობენ წულუკიანი და პუტინი - ჩვენ დიდ შეცდომად მივიჩნევთ, რომ ივანიშვილს მიეცა შესაძლებლობა თავისუფლებად ყოფნის, ალბათ, მაშინ ვერ გამოვერკვიეთ მის ძირებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ არ აპირებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლას.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, კომისია შეიქმნა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ და მისი მიზანი არა ობიექტური გამოძიებაა, არამედ ოპოზიციის დევნაა.

„არ არის გამორიცხული, რომ ნებისმიერ ჩვენგანს მიუვიდეს უწყება, რომელიც გულისხმობს სისხლის სამართლებრივ დევანს. რადგან ეს არის არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი არალეგიტიმური საგამოძიებო კომისია, რომლის მთავარი მიზანია, ოპოზიციის დევნა, ისტორიის გადაწერა, სხვა აქტების გაჟღერება და პროპაგანდისთვის საკვების მიცემა, ჩვენ ვხედავთ შვიდი პოლიტიკური ლიდერი არის ციხეში, რაც საქართველოს ისტორიაში ასეთი რამ არ ყოფილა. 60-მდე ადამიანს ემუქრება სისხლის სამართლით გასამართლება და თავისუფლების დიდი ხნით აღკვეთა.

არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებ ამ კომისიაზე მისვლას. მე არ მეშინია არც სისხლის სამართლებრივი დევნის, არც მათი პროკურორებისა და მოსამართლეების“,- განაცხადა დეკანოიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პარლამენტში შექმნილი დროებითი კომისიის ხელმძღვანელის თეა წულუკიანის მიერ „ვარდების რევოლუციაზე“ გაკეთებული განცხადება იმეორებს პუტინის რიტორიკას.

დეკანოიძის თქმით, წულუკიანის რიტორიკა ემთხვევა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დამოკიდებულებას “ვარდების რევოლუციის“ მიმართ.

„რაც დღეს წულუკიანმა, ამ რეჟიმის წარმოუდგენელმა ბოროტმა სახემ თქვა, ამბობდა პუტინი თავის დროზე. „ვარდების რევოლუციაზე“, რომელიც ყველაზე დიდი გარღვევა იყო ქვეყნის ისტორიაშია, პუტინიც ზუსტად იმავეს ამბობდა - გადატრიალებას უწოდებდა „ვარდების რევოლუციას“. რეჟიმები, რომლებიც რუსული გავლენების გავრცელებით არიან დაკავებულები საქართველოში, საუბრობენ ამას. ამიტომ იდენტურია ის, რასაც წულუკიანი საუბრობს და პუტინი.

ჩვენ დიდ შეცდომად მივიჩნევთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს მიეცა შესაძლებლობა თავისუფლებად ყოფნის. ალბათ, მაშინ ვერ გამოვერკვიეთ მის ძირებს, რომელიც რუსეთთან იყო დაკავშირებული“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე, დეკანოიძემ გადაცემაში ისაუბრა ოპოზიციაზეც. კერძოდ, ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის მთავარი გეგმა გამძლეობა უნდა იყოს.

მისივე თქმით, ოპოზიციამ დიდი დრო დაკარგა ფრაგმენტიზაციაზე, რომელიც გამოიწვია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევებში მონაწილეობა/არ მონაწილეობის შესახებ განცხადებებმა.

როგორც დეკანოიძე აცხადებს, შეცდომა იქნება არჩევნებში მონაწილეობა, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ოპოზიციის შიდა დაყოფას.

„მე ახალს ვერაფერს ვიტყვი. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი მთავარი ბრძოლის ღერძი უნდა იყოს გამძლეობა. არავითარ შემთხვევაში უნდა მოხდეს ფრუსტრაცია და ხელების ჩამოშვება. პირველი იდეა არის ის, რომ დავიხსნათ ტყვეები. მეორე გზა არის ახალი არჩევნებითა და რეჟიმის დაზუსტებით დავიხსნათ ქვეყანა. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს ფინანსური სანქციები აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან. ასევე, შიდა მობილიზაცია და ერთობა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დრო დაიკარგა ფრაგმენტიზაციაზე. ოპოზიციამ ერთობის ნაცვლად დანაწევრება აჩვენა, რისი საფუძველი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამ რუსულ არჩევნებში მონაწილეობა იქნება მცდარი ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს ოპოზიციის ფრაგმენტიზაციას“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია