ცოტნე კობერიძე - ახლა მთავარი პრობლემა დგას, გადარჩენის - მივიღეთ ყველაზე ცუდი, რაც იყო პროგნოზირებადი

ოპოზიცია გავა თუ არა არჩევნებზე, ივანიშვილი თავს მაინც მშვიდად გრძნობს, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

კობერიძის თქმით, ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებები აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ერთნაირად ექცევა როგორც ბოიკოტის მომხრეებს, ასევე მათ, ვინც საარჩევნო პროცესში ჩართვას ფიქრობდნენ.

მისივე მოსაზრებით, აღნიშნული მიდგომით მმართველმა ძალამ ოპოზიციას სამოქმედო სივრცე მნიშვნელოვნად შეუზღუდა.

ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს მიიღებ, თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. როგორც საპარლამენტო ბოიკოტის დროს აღმოვაჩინეთ, როცა თვითონვე გააუქმა მანდატები. ანალოგიურად, იყო მკვეთრი ბოიკოტი, რომლებიც ციხეში ჩასვა და მეორეს მხრივ, დაიჭირა ადამიანებიც, რომლებიც არჩევნებზე გასვლასაც აპირებდნენ. ამით გამოსცა „მესიჯი" იმისა, რომ არ აინტერესებს მიიღებ თუ არ მიიღებ მონაწილეობას არჩევნებში. ესეც კი გამოაცალა ოპოზიციას, შესაბამისად, სამსჯელოც აღარ არის. გადადგმულ ნაბიჯებს ივანიშვილი არ უყურებს ისე, რომ მის მარცხს მოიტანს. ოპოზიცია გავა თუ არა არჩევნებზე, ივანიშვილის თავს მაინც მშვიდად გრძნობს. დაჭერებმა ის მოიტანა, რომ ერთნაირად მიუდგა ორივე ტიპის ფილოსოფიას“, - განაცხადა კობერიძემ.

კითხვაზე, რა შანსი აქვს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს თუ ის გახდება ოპოზიციის საერთო კანდიდატი, კობერიძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის შანსებზე საუბარი რთულია.

კობერიძის შეფასებით, ოპოზიციაში კონფლიქტები ისე ღრმავდება, რომ ერთიანობის მიღწევა რთულად წარმოსადგენია:

„არ მგონია, რომ ეს შანსი იყოს. როდესაც შესაძლებელი იყო არჩევნებზე გასვლით ან მკაფიო ბოიკოტით შედეგი დამდგარიყო, იმ მომენტში გველაპარაკებოდნენ, „ამაზე არ დამისვათ კითხვა“. ახლა აღმოჩნდა, რომ ორად არის გაყოფილი აზრი. რადგან ახლა ყველა დაიჭირეს, ამით ერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისკენ, რომ დაჭერილ ადამიანზე ვერ იტყვი, რომ „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს, ან გაურიგდა.

ერთმანეთთან იმხელა კონფლიქტი იქნება, რომ არ ვიცი ერთიანობა როგორ მიიღწევა. ყოველ შემთხვევაში ამ პროცესს ეტყობა, რომ იქნება იმის შედეგი რაც გამოიდნო. ახლა მთავარი პრობლემა დგას გადარჩენის - ვინ რა ფორმით და როგორ გადარჩება“,- განაცხადა კობერიძემ.

მისი თქმით, ახლა პროგნოზირებულზე ცუდი მდგომარეობაა.

„ჩვენ მივიღეთ ყველაზე ცუდი, რაც იყო პროგნოზირებადი, რომ ეს მოხდებოდა, რადგან არჩევნებზე ლაპარაკი შეწყვიტა ხალხმა, ხოლო მასზე ლაპარაკს „ქოცობას“ უწოდებდნენ. ამ მდგომარეობიდან რა გამოგვიყვანს არავინ იცის“,- განაცხადა კობერიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე