დონალდ ტრამპი - ბიბი ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაარჩინა ისრაელი და ახლა გადაარჩენს ბიბი ნეთანიაჰუს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის შეწყვეტას ითხოვს.

„შოკირებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ისრაელის სახელმწიფო, რომელმაც ახლახან განიცადა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მომენტი და რომელსაც ბიბი ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობს, აგრძელებს სასაცილო „ჯადოქრებზე ნადირობას“ მათი დიდი ომის პერიოდის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ!“ - წერს ტრამპი Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან და ნეთანიაჰუმ „ჯოჯოხეთი გაიარეს, ირანის, ისრაელის ძალიან მკაცრ და დიდი ხნის მტერთან ბრძოლაში“.

„ნებისმიერი სხვა განიცდიდა დანაკარგებს, სირცხვილს და ქაოსს! ბიბი ნეთანიაჰუ მეომარი იყო, ისეთი, როგორიც შესაძლოა არც ერთი სხვა მეომარი არ ყოფილა ისრაელის ისტორიაში. შედეგი იყო ის, რაც არავის ეგონა, რომ შესაძლებელი იყო, პოტენციურად ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ძლიერი ბირთვული იარაღის სრული განადგურება მსოფლიოში. ჩვენ ვიბრძოდით ისრაელის გადარჩენისთვის და ისრაელის ისტორიაში არავინ არის, ვინც ბიბი ნეთანიაჰუზე უფრო მეტად ან კომპეტენტურად იბრძოდა“, - წერს ტრამპი.

მისი თქმით, ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს.

„ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთი ჯადოქრებზე ნადირობა იმ ადამიანისთვის, რომელმაც ამდენი რამ გასცა. ბიბი ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს ან შეწყალება მიეცეს დიდ გმირს, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა სახელმწიფოსთვის. სწორედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაარჩინა ისრაელი და ახლა ამერიკის შეერთებული შტატები გადაარჩენს ბიბი ნეთანიაჰუს“ - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, 2019 წელს ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი წაუყენეს ქრთამის აღებაში, თაღლითობასა და ნდობის დარღვევაში. სასამართლო პროცესი 2020 წელს დაიწყო და სისხლის სამართლის სამ საქმეს მოიცავს. ისრაელის პრემიერი ბრალდებებს უარყოფს და თავს უდანაშაულოდ ცნობს.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე